საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება, ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. მობილურ ოპერატორებთან განთავსებული ე.წ. „შავი ყუთების“ მეშვეობით, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ, ერთდროულად მოუსმინონ ათიათასობით ადამიანს, დაადგინონ მათი ადგილსამყოფელი, წაიკითხონ SMS-ები და პირადი ელექტრონული (ელფოსტა, (ელფოსტით, Viber, WhatsApp, BBM და სხვა აპლიკაციებით განხორციელებული) მიმოწერა.
ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას და ქვეყნაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, ასევე, მნიშვნელოვნად აფერხებს თავისუფალი საზოგადოების განვითარებას საქართველოში. ცხადია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავ უწყებებს უნდა ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გარკვეული პირების თვალთვალისა და მიყურადების უფლება, მაგრამ ეს უნდა ხორციელდებოდეს უკიდურეს შემთხვევაში და ეფექტური მონიტორინგის პირობებში, რითაც გამოირიცხება სხვა პირების პირადი ცხოვრების ხელყოფა.
უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემისა და მისი დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგი თავისსაგანგებო ანგარიშში. პრობლემის შესახებ აღნიშნულია, ასევე, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშში.
სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები კვლავ იწყებენ კამპანიას „ეს შენ გეხება“. კამპანიის მონაწილეების მიზანია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სფეროში არსებული სტატუსკვოს შეცვლა და სისტემური გარანტიების შექმნა იმისთვის, რომ გამოირიცხოს სამართალდამცავი უწყებების თვითნებობა ამ მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტში თითქმის ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტი სწორედ ასეთი სისტემის შექმნას გულისხმობს. დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მექანიზმებს, სამწუხაროდ, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მეტიც, ზოგიერთი დებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
სამოქალაქო ინიციატივის „ეს შენ გეხება“ მოთხოვნაა, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში:
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრების, აქციებისა და კონფერენციების ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაზეც ინფორმაცია რეგულარულად განახლდება კამპანიის ვებგვერდზეesshengexeba.ge და სოციალურ ქსელში:fb.com/esshengexeba, twitter.com/esshengexeba.
კამპანია „ეს შენ გეხება“ 2012 წლის თებერვალში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთად წამოიწყეს. მაშინ კამპანიის მიზანი იყო, მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და კონკურენტუნარიანი, ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სწორედ გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის პირდაპირი შედეგი იყო პარტიების დაფინანსების არადემოკრატიული წესის ცვლილება და ე.წ. მასთ ქერისა და მასთ ოფერის წესის შემოღება წინასაარჩევნოდ.
ისევ გვისმენენ და ეს შენ გეხება!
ინსტრუქცია