[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლო საპოლიციო რეიდის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს

დღეს, 13 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს EMC-ის სარჩელის არსებით განხილვას საპოლიციო რეიდის კონსტიტუციურობის საკითხზე.

EMC-იმ სასამართლოს 2018 წლის მარტში მიმართა და მოითხოვა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ადგენს სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ე.წ რეიდის ჩატარების საფუძვლებს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ საპოლიციო რეიდის ჩატარება შესაძლებელი ხდება უკიდურესად ბუნდოვანი და აბსტრაქტული საფუძვლებით, ყოველგვარი ინდივიდუალური ეჭვის გარეშე შესაძლებელია ყველა პირის შეჩერება და შემოწმება, რომელიც რეიდის ჩატარების ადგილზე მოხვდება. სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეიდის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღონ ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის ან სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის არსებობისას და მნიშვნელოვანი პროცესუალური გარანტიების და დაცვის მექანიზმების გარეშე მოახდინონ რეაგირება არსებულ ინფორმაციაზე. სარჩელში პრობლემად არის დასმული შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილება საკუთარი ბრძანებით, რეიდის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და განუსაზღვრელი დროით.

წარდგენილი სარჩელით, EMC ამტკიცებს, რომ საპოლიციო რეიდის არსებული ფორმა არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების, ღირსების ხელშეუვალობისა და პირადი ცხოვრების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“