საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო ხელმეორედ ინიციირებული #რუსულიკანონი, რასაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება მოყვა.
ივლის-აგვისტოში საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონზე 4 სარჩელი შევიდა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების სახით კი ოთხმა მოქალაქემ გამოთქვა პოზიცია. ყველა მათგანი კანონს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა აგრეთვე დააანონსა სახალხო დამცველმაც.
მოსარჩელეები ითხოვენ, რომ #რუსულიკანონი არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს 6 უფლებასთან მიმართებით. პრეზიდენტი და დეპუტატები, თავიანთი უფლებამოსილების გათვალისწინებით, ევროატლანტიკურ კურსთან კანონის შეუსაბამობაზეც მიუთითებენ. გარდა ამისა, ყველა მოსარჩელე ითხოვს კანონის ცალკეული ნორმების შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
პირველ ეტაპზე (29-30 აგვისტოს სხდომებზე) სასამართლომ სარჩელების მიღებასა და კანონის მოქმედების შეჩერებაზე უნდა იმსჯელოს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ინსტრუქცია