საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ რეგიონებიდან საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად, 240-მა ადამიანმა მოითხოვა. აქედან, მოქალაქეობა მხოლოდ 57%-ს მიენიჭა (138 ადამიანი). არ დაკმაყოფილდა 46 განცხადება, 55 კი განუხილველი დარჩა, ხოლო 1-ზე წარმოება შეჩერებულია.
ყველაზე მეტი განაცხადი (120) სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წელს მიიღო, თუმცა აქედან მხოლოდ 65 დაკმაყოფილდა.
მოქალაქეობაზე განაცხადების დაკმაყოფილების დაბალი მაჩვენებელი ნეგატიურად აისახება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ზოგად ინტერესზე და მოტივაციაზე, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.
რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ამ რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობა მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს.
უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესები, უფლებები და აღმოფხვრას ის ბიუროკრატიული თუ პოლიტიკური ბარიერები, რაც მათ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშლის ხელს.
ინსტრუქცია