[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

საქართველომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში გაიზიარა რეკომენდაცია ეფექტური შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნის თაობაზე

EMC ეხმიანება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ცალკეული რეკომენდაციების მიღების ფაქტს. საქართველო შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს იზიარებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველომ უპირობოდ მიიღო გერმანიის მიერ გაცემული რეკომენდაცია (#118.39), რომელიც შეეხება საქართველოს მიერ სოციალური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით დამატებითი ძალისხმევის გაწევის აუცილებლობასა და დასაქმებულების ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერებას, მათ შორის, ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის გზით, რომელიც აღჭურვილი იქნება აღსრულების ფუნქციებით.

აღნიშნული რეკომენდაციის გაზიარებით საქართველომ ერთი მხრივ აღიარა შრომის ინსპექტირების არსებული მექანიზმის არაფექტურობა და მისი სუსტი აღსრულებითი ფუნქციები და ამასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აიღო ვალდებულება გადადგას რეალური და ქმედითი ნაბიჯები აღსრულების ფუნქციებით აღჭურვილი ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნისათვის.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოს მეორე ციკლით შეფასებისთვის მოამზადა და წარადგინა .ინდივიდუალური და კოლექტიური ალტერნატიული ანგარიშები. აგრეთვე, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული იყო წინა-სასესიო მოსმენების პროცესში და ახდენდა ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციების ადვოკატირებას, რომელიც მოიცავდა შრომითი უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებს და შრომის ინსპექტირების არაფექტური მექანიზმის გადახედვის აუცილებლობას.

EMC მიიჩნევს რომ ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის თაობაზე რეკომენდაციის გაზიარება მნიშნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღიარებისა და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გადახედვაზე შესაბამისი ნების გამოხატვის კუთხით და სახელმწიფოს მოუწოდებს ყველა ზომა მიიღოს აღნიშნული რეკომენდაციის სათანადოდ შესრულებისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“