[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სასამართლო სისტემა / განცხადება

საქართველო სასამართლოსთან დაკავშირებით ევროასოცირების დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს

3 მარტს, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ, უკრაინის მსგავსად, ევროკავშირს გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადით  მიმართა.[1] თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ განაცხადის გაკეთება წარმატების გარანტია ვერ იქნება. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებში სამართლის უზენაესობის თემატური მიმართულება, კერძოდ, კი სასამართლო სისტემის რეფორმირება უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.

წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული სასამართლო რეფორმა შეიძლება დახასიათდეს, როგორც სისტემის ინსტიტუციური მოდერნიზაციის ილუზორული და არასრული მცდელობა, რომელმაც გარდამტეხი ცვლილების ნაცვლად, პოზიტიური ტრანსფორმაციის იმიტაცია შექმნა. პოლიტიკური ნების ნაკლებობამ და ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საქართველოს კონტექსტისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური გამოწვევა. კერძოდ, რეფორმა არ შეეხო რეალური ძალაუფლების გადანაწილებასა და სასამართლო სისტემაში დე ფაქტო გავლენიანი ჯგუფების არსებობის საკითხს. შედეგი არის კლანურობაზე დაფუძნებული მმართველობა, სადაც მოსამართლეთა მცირე გავლენიანი ჯგუფი აკონტროლებს სასამართლო სისტემას არა სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად, არამედ  პირადი ინტერესების შესაბამისად.

ევროკავშირში გაწევრიანება კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია, რომლის ფარგლებში ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა და ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების მიმართ ურყევი პატივისცემა მოწმდება. მიუხედავად გაკეთებული განაცხადისა, ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაცხადებული მიზნების მიმართ, რაც პირველ რიგში 2014 წელს დადებული ასოცირების დღის წესრიგის შეუსრულებლობაში გამოიხატება. ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება დემოკრატიის მშენებლობაში საქართველოს პროგრესისთვის, მისი ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია.

ასოცირების დღის წესრიგი სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში მოსამართლეთა მიუკერძოებლობის, ეფექტიანობის, კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმის, სრული დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების უზრუნველყოფის/გაძლიერების მნიშვნელობას უსვამს  ხაზს. ამ მიზნების მისაღწევად კი  შესაბამისი სტრატეგიული მიმართულებებიც იქნა გამოკვეთილი. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგში ასახული მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2017 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგია და მისი განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, თუმცა 2019 წლის შემდგომ ამ დოკუმენტების სავალდებულო განახლების პროცესი უზრუნველყოფილი არ ყოფილა.[2] 2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მდგომარეობის შეფასებისას კი დადგინდა, რომ განხილული 92 საქმიანობიდან, 2017 წლიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, მხოლოდ 35 შესრულდა (31 ნაწილობრივ შესრულდა, 26 შეუსრულდა).[3]

საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ორგანიზაციის ღირებულებების მიმართ უპატივცემულობის ყველაზე ცალსახა მაგალითი მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმების (მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით ევროკავშირის წარმომადგენლების შუამავლობით შეთანხმებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერდა ყველა ძირითადი პოლიტიკური აქტორი) გაუქმება იყო. დოკუმენტი მიზნად ისახავდა პროცესის ფორმალურ-პოლიტიკურ ჩარჩოებში გადატანას და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფართო საკითხს ეხებოდა და, მთლიანობაში, სასამართლო სისტემის არსებითი გამოსწორების პერსპექტივას წარმოადგენდა. თუმცა, მმართველმა პარტიამ არ გამოავლინა სასამართლო სისტემის რეფორმის ნება  და დღის წესრიგიდან გაურკვეველი ვადით გააქრო პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტების შექმნის საკითხი. 19 აპრილის შეთანხმებით საქართველოს სასამართლოს დემოკრატიზაციის პროცესში დასავლური ღირებულებების გაზიარების რეალური შანსი ჰქონდა. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.[4]

ევროკავშირმა მკვეთრი შეფასებები გააკეთა და უკმაყოფილება გამოხატა საქართველოში სასამართლო რეფორმის შედეგების შესახებ და არაერთხელ გააფრთხილა საქართველოს მთავრობა, რომ პირობების, მათ შორის სასამართლოს რეფორმის, შეუსრულებლობის გამო შეაჩერებდა ფინანსური დახმარების სახით 75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშის სამომავლო ჩარიცხვას. 31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ტრანშის გადმორიცხვის პროცესის შეჩერების მოთხოვნის შემდეგ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველო აღარ მიიღებს მაკროფინანსური დახმარების მორიგ რაუნდს. თუმცა, ასევე გაიმეორა, რომ ამ თანხის მისაღებად აუცილებელი პირობები არ იყო დაკმაყოფილებული, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დახმარების შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად, მისი ჩარიცხვა დამოკიდებული იყო შესაბამის პროგრესზე (რომელიც არ  განხორციელებულა).

ობიექტური კრიტიკის მიღებისა და სიტუაციის გამოსწორების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, გასული წლის მეორე ნახევარში, პარლამენტმა არ განიხილა სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის და საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად მიმდინარე კონკურსების შეჩერების შესახებ, მანამ სანამ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი პროცესის სამართლიანად, პარტიული თუ კორპორატიული ინტერესებისგან თავისუფალ გარემოში წარმართვა და სრულად დააკომპლექტა საქართველოს უზენაესი სასამართლო. უფრო მეტიც, გასული წლის ბოლოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, საზოგადოების ჩართულობისა და კონსულტაციების გამართვის გარეშე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.[5] ეს ცვლილებები, რომლებიც შეეხო მრავალ სენსიტიურ საკითხს, ასუსტებს ცალკეულ მოსამართლეებს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმსა და კლანურ გავლენას. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მმართველ პარტიას არ აქვს სურვილი წაახალისოს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები და მძიმე ბარიერებს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ახლა, როდესაც სასამართლო რეფორმების შედეგებით იმედგაცრუება აშკარაა, რეფორმის სტრატეგიის რადიკალურად შეცვლა აუცილებელია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს სჭირდებათ ევროკავშირის მხარდაჭერა ამ ახალი იდეების ადვოკატირებისთვის. კერძოდ, გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლების კონსენსუსზე დაფუძნებული მართვის მოდელის დამკვიდრებისაკენ. რეფორმამ ასევე ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად მყარი დაბრკოლებები უნდა შექმნას. მხოლოდ ამ პროცესის შემდეგ არის შესაძლებელი როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა, 3 მარტი 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/34Tt4ou.

[2] არ დამტკიცებულა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა და 2021 წლის ახალი სასამართლო სტრატეგია.

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა“ (მეორე ჩრდილოვანი ანგარიში), 2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ie16Xu.

[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „19 აპრილის შეთანხმება - მართლმსაჯულების რეფორმის კიდევ ერთი გამოუყენებელი შესაძლებლობა“, 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3MYBR9K.

[5] მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://parliament.ge/legislation/23324.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“