[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / ინფოგრაფიკა

საკანონმდებლო ცვლილებები უსაფრთხოების რეფორმისა და ფარული მიყურადების სისტემის გასაუმჯობესებლად

ეს შენ გეხება

კამპანიის „ეს შენ გეხებას" წევრმა ორგანიზაციებმა 28 აპრილს წარმოადგინეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში რეფორმებს ითვალისწინებს და ფარული მიყურადების სისტემის მოწესრიგებას ისახავს მიზნად.შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს სამი ახალი სტრუქტურის შექმნას და ცვლილებებს დღეს არსებული სტრუქტურების ფუნქციების, უფლებამოსილებების და ანგარიშვალდებულების სფეროში.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახლებურად უნდა განისაზღვროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფუნქციები, შეიქმნას სპეციალური სააგენტო, რომელიც იქნება თვალთვალის უფლებამოსილების მქონე ერთადერთი ორგანო, გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სამსახურებზე, კერძოდ, შეიქმნას საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, რომელსაც ექნება უფლება დააკვირდეს და აკონტროლოს თვალთვალის პროცესი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა. შესაბამისად, ეს სამსახურები ანგარიშვალდებულნი იქნებიან საპარლამენტო საბჭოს და პარლამენტის წინაშე.

მიყურადება განხორციელდეს სასამართლოს კონტროლით. ვადის და მიყურადების წესების დარღვევის შემთხვევაში მიყურადების შეჩერება შეეძლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ეს გააძლიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მაკონტროლებელ ფუნქციას. თუ, ამ ცვლილებების პირობებში, მაინც მოხდა უკანონო მოსმენა და სამართალდამცავები ჩაიდენენ დანაშაულს, გამოძიების პროცესში ჩაერთვება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა დანაშაულებს, იმ პირთა დანაშაულებს, რომელთა მიმართ პროკურატურა ვერ იქნება ობიექტური. ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა ერთადერთი გამოსავალია, რაც წერტილს დაუსვამს სისტემურ დაუსჯელობას და სამართალდამცავთა დანაშაულების მიუკერძოებელო გამოძიების გარანტია იქნება.

გთავაზობთ ინფოგრაფიკებს, რომელიც აღწერს მიყურადების ახლებურ სისტემას და უკანონო მოსმენის პრევენციის მექანიზმებს:

ინფოგრაფიკა 1 ინფოგრაფიკა 2

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“