[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სხვა / განცხადება

საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია

19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ. ცალსახად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია.

მიუხედავად ჩვენი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებულ პაკეტში შემოთავაზებული გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნების წესისა და ბლოკების გაუქმებისადმი 5% ბარიერის შენარჩუნების პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც დადებითად შევაფასეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს მოსაზრება გაიზიარა ასევე ვენეციის კომისიამ და პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა პროპორციული სისტემის შემოღება.

საკონსტიტუციო კომისიაში გამართული 4 თვიანი მუშაობის, ვენეციის კომისიასთან შემდგარი შეხვედრების და მისი შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, სრულიად არაადეკვატურია მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება პროპორციული სისტემის ძალაში შესვლის კიდევ უფრო გადავადების შესახებ. მსგავსი მიდგომა აზრს უკარგავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება და კონსენსუსზე დამყარებული კონსტიტუციის მიღება უნდა ყოფილიყო. ამის სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინტერესებული მხარეების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ერთპიროვნულად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალა გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.

მმართველი პარტიის მიერ მოყვანილი არგუმენტი, პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, რამაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია, დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ შერეული სისტემის შენარჩუნებით, მმართველი გუნდი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომელიც ხელს შეუწყობს უპირატესობის მოპოვებაში 2020 წლის არჩევნებზე.

გვსურს შევახსენოთ მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ წინა მოწვევის პარლამენტში, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცვალა საარჩევნო სისტემა. ამის ნაცვლად, მათ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რომელიც ითვალისწინებდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებისთვის. მათი განცხადებით ეს გადაწყვეტილება იყო კომპრომისის შედეგი კოალიციაში, რისი საბოლოოდ განხორციელება ვერ მოხერხდა ოპოზიციის მხარდაჭერის არ არსებობის გამო. დღეს, უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, „ქართული ოცნება“ კვლავაც აჭიანურებს საკუთარი ინიციატივის მიღებას, ამჯერად პარტიის შიგნით უთანხმოების მიზეზით. მსგავსი ლავირება და საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის მუდმივად თავის არიდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ფართო კონსესუსის პირობებში, არასერიოზული და გაუმართლებელია.

სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თანამშრომლობას უმრავლესობასთან ამ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მოჩვენებითია და თანამშრომლობის კონსტრუქციული ფორმატების მიუხედავად, არსებითი ცვლილებების მიღწევა ვერ ხერხდება.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 19 ივნისს გაცხადებული გადაწყვეტილების კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, განხორციელებული ცვლილებები იქნება არა კონსენსუსის და ფართო საზოგადოების შეთანხმების საგანი, არამედ ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგი. მივიჩნევთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გადავადების გარეშე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას:

  • გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ასევე საკუთარი დაპირება საზოგადოების მიმართ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს მაქსიმალური კონსესუსის შედეგად და აუჩქარებლად, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები არ ტოვებდეს ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებულის შთაბეჭდილებას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო (TI-Georgia)

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ლიბერალური აკადემია

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

მედიის განვითარების ცენტრი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“