საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქართული კანონმდებლობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები დანაშაულთან ბრძოლის ფუნქციასთან ერთად, პრევენციულ ფუნქციასაც ითავსებენ და ამ მიზნით შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე რუტინულად ახორციელებენ მოქალაქეთა მონაცემების შეგროვებას.
კერძოდ, პოლიციელი უფლებამოსილია შეაგროვოს სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა შემდეგი დემოგრაფიული მონაცემები: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი.
გაითვალისწინეთ, რომ პოლიციელი ვალდებულია განგიმარტოთ ინფორმაციის შეგროვების ნებაყოფლობითი ბუნება და თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება დემოგრაფიული მონაცემების გამხელის, ან გამხელაზე უარის თქმის შესახებ.
ინსტრუქცია