[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / ინფოგრაფიკა

როგორ დაკომპლექტდება ახალი პარლამენტი?  

25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილების ცნობის მიზნით შეიკრიბება. ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ.

პარლამენტის ერთპარტიულად დაკომპლექტება არ არის ქართული ოცნებისთვის სასურველი სცენარი, რადგან ფორმალური მრავალპარტიულობა დემოკრატიის ილუზიას ქმნის. შესაბამისად, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტი უფლებამოსილებას შეუწყვეტს, თუმცა ოთხივე ოპოზიციური პარტიის სრული ბოიკოტი ფაქტობრივ ერთპარტიულობას შექმნის პარლამენტში.

ერთპარტიულობის თანმდევი მძიმე შედეგები ოპოზიციურ პარტიებს ვერ უბიძგებს მანდატებით სარგებლობისკენ, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაშიც კი მათ საპარლამენტო საქმიანობაზე გავლენა ფაქტობრივად არ ექნებათ. უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა შესაძლოა არ დაკმაყოფილდეს, თუმცა ის პოლიტიკური განაცხადი და პროტესტის გამოხატულება იქნება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ამ თემაზე მოამზადა ბლოგი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://cutt.ly/NeKFM0zK

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“