საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 
                            გვერდების რაოდენობა: 45
გამოცემის წელი: 2014
მკვლევრები: 
კვლევის მიზანია განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. კვლევა შეისწავლის სასკოლო განათლების სისტემაში ამ უფლებით თანაბრად სარგებლობის, რელიგიის სწავლების რეგულირების საკითხებს და აფასებს მათ შესაბამისობას რელიგიის თავისუფლების დაცვის სტანდარებთან და სეკულარიზმის პრინციპთან.
კვლევის მნიშვნელობასა და აქტუალობას ადასტურებს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიის სწავლების საკითხებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, ასევე კვლევის ფარგლებში გამოკითხული მკვლევარებისა და ექსპერტების შეფასებები, რომლებიც საჯარო სკოლებში წლების მანძილზე არსებულ სისტემურ პრობლებზე მიუთითებენ
კვლევაში „რელიგია საჯარო სკოლებში“ მიმოხილულია მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო რელიგიის თავისუფლების შუქზე. კვლევა ასევე სწავლობს სასკოლო სახელმძღვანელოების დისკურსს სხვადასხვა რელიგიური დენომინაციების შესახებ ინფორმაციის დაბალანსებულად წარმოჩენის კუთხით .დოკუმენტი აანალიზებს თბილისის რამდენიმე სკოლის მასწავლებელთა განწყობებს რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით და მათი დამოკიდებულებეის გამოხატვის პრაქტიკას.
კვლევამ შემდეგი ძირითადი პრობლემები გამოავლინა:
კვლევა განხორციელდა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.
ინსტრუქცია