[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / კვლევა

რელიგია, პოლიტიკა და სოციალური კონტექსტები - კვლევების, ანგარიშებისა და სტატიების კრებული

Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი:   თამთა მიქელაძე

გვერდების რაოდენობა:  308

გამოცემის წელი:  2020

მკვლევრები: 

კვლევა_GEO_1601990964.pdf

EMC გთავაზობთ ახალი კვლევის, ანგარიშის და სტატიების კრებულს - "რელიგია, პოლიტიკა და სოციალური კონტექსტები".

EMC- კვლევის შედეგად გამოკვეთა შემდეგი ძირითად პრობლემური საკითხები:

  • უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები კვლავ უცვლელად დარჩა და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სამოქმედო გეგმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რაიმე წინსვლა ამ მიმართულებით არ შეინიშნება;
  • ამის საპირისპიროდ, ბოლო წლებში ჩანდა ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სტანდარტების გაუარესების ნიშნები, რაც სხვადასხვა საკონსტიტუციო ინიციატივასა და წინადადებაში გამოიხატა (კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი წინაპირობების დაუშვებელი გაფართოების მცდელობა, სამხედრო სამსახურისგან სასულიერო პირების გათავისუფლების წესის დისკრიმინაციული ცვლილების შემოტანის მცდელობა, ზოგიერთი მუსლიმური რელიგიური ატრიბუტის აკრძალვასთან დაკავშირებული წინადადება, რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღება და ა.შ. ). სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების ძირითადი ძალისხმევა კი ხელისუფლებისგან მომდინარე ამ ნეგატიური ინიციატივების შეკავებისკენ იყო მიმართული.
  • კანონმდებლობაში კვლავაც რჩება დისკრიმინაციული ჩანაწერები, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზებას უწყობს ხელს და არათანასწორად მეტ პრივილეგიას ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ინსტიტუციას, მართლმადიდებლურ ეკლესიას. არსებული საკანონმდებლო ჩანაწერების რევიზია საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგადაც კი არ მომხდარა.
  • კვლავაც ძლიერია რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების უთანასწორო პრაქტიკა, რაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს მართლმადიდებლურ ეკლესიას და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას, მათი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოყენების იარაღად აქცევს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ წინასაარჩევნო პერიოდში ჩანს. 4 რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების სუბსიდირების რეჟიმში წარმართვა კი, რომლითაც სახელმწიფო დეტალურად თავად განსაზღვრავს დაფინანსების მიზნობრიობას და ფინანსების ხარჯვის შემოწმების ბერკეტებსაც იტოვებს, სახელმწიფოს მხრიდან მცირე რელიგიური ორგანიზაციების შიდა საქმეებში ჩარევისა და კონტროლის რისკებს აჩენს.
  • კვლავაც პრობლემურია რელიგიური უმცირესობებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების (რესტიტუციის) საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის არარსებობა, რაც მათ საკუთარი ისტორიული ძეგლების დაცვისა და სათანადო გამოყენების, ასევე სადავოდ გამხდარი საკულტო ნაგებობების ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობას ართმევს.
  • კვლავაც გამოწვევად რჩება რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, რომელიც იმთავითვე ავლენდა რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში უხეში ჩარევის და კონტროლის ინტერესებს. სააგენტოს, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალოდ დაქვემდებარების ქვეშ მოქმედებს და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით პოლიტიკის წარმართვის ექსკლუზიური მანდატი აქვს, არც ერთი პოზიტიური ინიციატივა ან გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ წლებში მათი საქმიანობა, ჭარბი ბიუროკრატიული რესურსების მიუხედავად, შეუმჩნეველი იყო.

კვლევა_GEO_1601990964.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“