[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ვიდეო / რეპორტაჟი

რა ხდება ძამას ხეობაში

ვიდეო აღწერს ძამას ხეობაში მცხოვრები ეკომიგრანტი ქართველი მუსლიმების და ადგილობრივი ოსი თემის მდგომარეობას.

90-იანი წლების ბოლოს ხეობაში ეკომიგრანტები ისე ჩაასახლეს, რომ სახელმწიფოს არ გაუტარებია მათი სოციალური დაცვისა და ინტეგრაციის ქმედითი პოლიტიკა. ხეობაში თვალშისაცემია ადგილობრივი ეპარქიის პოლიტიკური და ეკონომიკური დომინაცია. ეპარქია ადგილობრივ გლეხებს სასიცოცხლო რესურსებს ართმევს - იკავებს საძოვრებსა და მიწებს, რაც ისედაც გაღარიბებულ ოჯახებს მძიმე ტვირთად აწვება.

მოსახლეობა არჩევს ღიად ამ პრაქტიკის შესახებ არ ისაუბროს, რადგან ფიქრობს, რომ ადგილობრივ ეპისკოპოსს ერთგვარი იმუნიტეტი აქვს სახელმწიფოსგან, ამ რეალობის შეცვლის პოლიტიკური ნება კი არ არსებობს. თუმცა, კამერებს მიღმა ადგილობრივები ბუნებრივი რესურსის შეზღუდვაზე უფრო მწვავედ და ღიად საუბრობენ. კულტურული დომინაციის, შევიწროების, სოციალური დაუცველობის გამო ეკომიგრანტი ოჯახების დიდმა ნაწილმა ხეობა უკვე დატოვა, ხეობის დატოვებაზე ფიქრობენ დარჩენილი ოჯახებიც.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“