[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / კვლევა

პროკურორებისა და საგამოძიებო ორგანოების ურთიერთმიმართება ორ ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყანაში: ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი და უელსი

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  35

გამოცემის წელი:  2017

მკვლევრები: 

ანგლო-ამერიკული_პრაქტიკა_1524577640.pdf

წინამდებარე მოკლე კვლევის მიზანია, გააანალიზოს საპროკურორო და საგამოძიებო ორგანოების ურთიერთმიმართება საერთო სამართლის ორ ქვეყანაში, იმისთვის, რომ წარმოდგენილ იქნეს შედარებით სამართლებრივი კონტექსტი საქართველოში ამ სფე­როში არსებული ბოლოდროინდელი ტენდენციების გასაანალიზებლად. განსაკუთრებუ­ლი ყურადღება დაეთმობა ამ ორგანოების ავტონომიის და დამოუკიდებლობის დონეს, პირველ რიგში მთავრობისგან, ხოლო შემდგომში ერთმანეთისგან. დოკუმენტში გაანა­ლიზებულია სისხლის სამართლის პროცესის წარმართვის უფლებამოსილებების, საგა­მოძიებო ორგანოდან საპროკურორო ორგანოებზე გადასვლის ეტაპი და პროცედურები. ამ მიზნით, გასაანალიზებლად შეირჩა ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისისა და უელსის იურისდიქციები.

ეს არჩევანი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ აღნიშნულ ქვეყნებში შეჯიბრებითი საპ­როცესო მოდელის არსებობის ყველაზე დიდი გამოცდილება არსებობს. სწორედ აღნიშ­ნული მოდელის სამართალწარმოება დაინერგა საქართველოში 2009 წლის შემდგომ, შესაბამისად, ამ ქვეყნების გამოცდილება პოტენციურად ქართულ მოდელსაც მიესადაგე­ბა. შეჯიბრებითობა, თავის მხრივ, საკმაოდ რთული ცნებაა და აღნიშნული პრინციპისთ­ვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხარის მიერ მტკიცებულებების შეგროვების პრო­ცესი. შესაბამისად, პოლიციისა და პროკურატურის როლი და მათი დამოუკიდებლობა კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებთან შედარებით კიდევ უფრო დიდ მნიშვ­ნელობას იძენს. კონტინენტური სამართლის სისტემაში მტკიცებულებების მოპოვება და მისი სასამართლოში წარდგენა ერთობლივი საქმიანობაა და შესაბამისად, სხვადასხვა ორგანოების კომპეტენციებს შორის გამყოფი ხაზის გავლება ნაკლებად მნიშვნელოვანია. შედეგად, საპროკურორო ორგანოები აქ საგამოძიებო საქმიანობას ხელმძღვანე­ლობენ. როგორც ელსნერი და ლუისი წერენ:

თითქმის ყველა შესწავლილ კონტინენტური სამართლის სისტემაში [პროკურატურა] ტრადიციულად განიხილება საგამოძიებო ეტაპის ძირითად წარმმართველად. იმის მი­უხედავად, რომ როგორც პროკურატურა, ასევე პოლიცია ორგანიზაციულად დამოუკი­დებელი ინსტიტუტები არიან და სხვადასხვა სამინისტროს წინაშე არიან ანგარიშვალდე­ბულნი, პოლიცია საგამოძიებო ფუნქციებთან მიმართებით პირდაპირ პასუხისმგებელია პროკურატურის წინაშე.

ფოიგტი და ვულფი ასევე მიუთითებენ, რომ ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნებში, კონტინენტური სამართლის ქვეყნებისგან განსხვავებით, პროკურორების დამოუკიდებ­ლობის უფრო მყარი გარანტიები არსებობს.

ამ კვლევაში განვითარებულია მოსაზრება, რომ უფლების დაცვაზე ორიენტირებული და ეფექტიანი სისხლის სამართლის პროცესი, ყველაზე კარგად მიიღწევა პროცესის სხვა­დასხვა მონაწილის როლების მკაფიო გამიჯვნით და განსხვავებით. აღნიშნულის გამიჯვ­ნის საჭიროება კი განსაკუთრებით შეჯიბრებით პროცესში დგას. სხვა სიტყვებით, გამომ­ძიებლებმა უნდა გამოიძიონ და პროკურორებმა უნდა განახორციელონ დევნა და მათ შორის აუცილებელი არ არის, რომელიმე სუბიექტი მეორეს ექვემდებარებოდეს. აქედან გამომდინარე, ეს კვლევა ყურადღებას გაამახვილებს ინსტიტუციურ მახასიათებლებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ორგანოების დამოუკიდებლობასა და ავტონომიას სამიზ­ნე ქვეყნებში.

პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი ორგანოების კომპეტენციებს შორის გამიჯვნის მიღწევისას არის სპეციალური ცოდნა/პროფესიონალიზმი, მეორეა ინსტიტუციური და ბიუროკრატიული ხელშეუხებლობა. სიმონი საუბრობს „პოსტბიუროკრატიულ“ მოდელზე, რათა მოხდეს საპროკურორო დისკრეციის გაკონტროლება. მისი აზრით, ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გამჭვირვალობასთან, სამართლიანობასა და დაინტერესებული პირების მიერ დემოკრატიული კონტროლის სხვა ფორმებთან. აქედან გამომდინარე, პროკურორებისა და გამომძიებლების საქმიანობის ურთიერთმიმართების შესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით რელევანტურია, რადგან მხოლოდ აქ, სხვა ქვეყნებს შორის, პირდაპირი დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის არსებითი გარანტიაა. ოლქის პროკურორი არის, როგორც ამას კრესი უწოდებს, „გამორჩეული და ამერიკისთვის დამახასიათებელი უნიკალური მოვლენა“ და შედეგად, როგორც ამას გამოკვეთს, „ვერც ერთი ევროპელი პროკურორი ... ვერ შეედრება ამერიკელ პროკურორებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკაზე მათი გავლენის კუთხით“. მკვლევრები იქვე დასძენენ, რომ ასეთი ტიპის პირდაპირ დემოკრატიას შეუძლია, სასჯელის სიმძიმის შესახებ პოპულისტურ ტენდენციებს შეუწყოს ხელი. თუმცა სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის ინგლისმა და უელსმა, 2012 წელს დაიწყეს დემოკრატიული მონაწილეობის შედარებით შეზღუდული ფორმების ექსპერიმენტის სახით დანერგვა.

საგამოძიებო სამართალს აქვს განსაკუთრებით გრძელი და გამორჩეული შედარებითი კვლევის ისტორია, რაც ვერ ითქმის პროკურატურის, მით უფრო ამ ორის (პროკურო­რის და გამომძიებლის) ურთიერთმიმართების კვლევაზე. ეს უცნაურია, რადგან ბოლო წლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ყველა სისტემაში შეინიშნება საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრი ზრდა და მათი სა­გამოძიებო ორგანოებთან მიმართების ცვლილება. ვითარება ნელ-ნელა იცვლება ვო­ტერსის 2009 წლის მონუმენტური ცხრა ქვეყნის შედარებითი ნაშრომით და 2006 წლის ჯელე & ვეიდის, 2012 წლის ლუნა & ვეიდის და 2017 წლის ლანგერ & სკლანსკის მნიშვნელოვანი ბოლო ნაშრომებით. ამ შემთხვევაში, ამ კვლევის მიზანია, წვლილი შე­იტანოს არსებულ აკადემიურ ლიტერატურაში საგამოძიებო/საპროკურორო საქმიანო­ბის ურთიერთმიმართებაზე განსაკუთრებული ფოკუსით ორ საკვლევ ქვეყანაში.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ აქ⇓

ანგლო-ამერიკული_პრაქტიკა_1524577640.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“