საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე.
დღეს 4 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდა, რასაც ყველა დაემორჩილა. ამის შემდეგ ძალოვნებმა დაიწყეს დემონსტრანტებისთვის ხელი კვრა და შექმნეს ჭყლეტა. შსს-მ აქციის 2 მონაწილე დააკავა მათგან ერთი-ერთის დაკავების ვიდეომასალა საჯაროდ გავრცელდა.
საპროტესტო აქციაზე პოლიცია NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს დაესხა თავს. მოვალეობის შესრულების დროს მას თავში ძლიერად ჩაარტყეს და ძირს დააგდეს, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. პოლიციამ აგრეთვე იძალადა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორზე, ნათია ლევერაშვილსა და ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებზე.[1] საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ სამართალდამცავებს ძალადობის დროს უკეთიათ შავი ნიღბები, თუმცა მათ სახე სრულად დაფარული არ აქვთ, რაც მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობას ტოვებს.[2]
მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ ძალადობას ერთეული შემთხვევების სახე არ აქვს და განსაკუთრებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტის ფარგლებში, დამკვიდრებული პრაქტიკის ფორმა მიიღო. ჟურნალისტების სისტემური დევნისა და ძალადობის პროცესში, არა მხოლოდ სამართალდამცავები, არამედ კერძო ძალადობრივი დაჯგუფებებიც მონაწილეობდნენ.
ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმის ფაქტების სიმრავლე, მასშტაბი, ხასიათი და დამნაშავეების სისტემური დაუსჯელობა აშკარად მიუთითებს, რომ მედია „ქართული ოცნების“ სამიზნეში მოექცა და მათზე თავდასხმით, რეჟიმი ებრძვის ყველა კრიტიკულ ხმას, რომელიც მათი მმართველობის სისასტიკეს ამხელს. მხოლოდ 2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე მოხდა. 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებს კრიტიკულ და თავისუფალ მედიას და იმ ფონზე, როდესაც საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებიდან ადვილად იდენტიფიცირებადია ძალადობაში ჩართულ სამართალდამცავთა ვინაობა, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
[1] პუბლიკა. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Le5ucffH
[2] ნეტგაზეთი. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Ne5uvB2n
ინსტრუქცია