რას ნიშნავს პოლიტიკური მონაწილეობა და რატომაა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დოკუმენტებში სპეციალურ უფლებად რეგულირებული?
ამის მიზეზი ეთნიკური უმცირესობების მოწყვლადობა და სპეციალური საჭიროებებია.
მოისმინეთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის(ყოფილი EMC) იურისტის, თეო ფირანიშვილის მოსაზრება, რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში ეთნიკური უმცირესობები, როდესაც პოლიტიკური მონაწილეობის იდეაზე ვსაუბრობთ: „ერთ-ერთი მიზეზი დომინანტური პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულებებია, რომ, თითქოს, ეს ადამიანები საქართველოში უცხოები და სტუმრები არიან".