საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა არგუმენტები და არ დააკმაყოფილა მათი კონსტიტუციური სარჩელები. EMC კრიტიკულად აფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიმოიხილავს იმ ძირითად პრობლემურ ასპექტებს, რომლებიც ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს.
1. კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებთან წინააღმდეგობა
ქვეყანაში პანდემიის დაწყებისთანავე, პარლამენტმა საკუთარი ფუნქციები ფაქტობრივად სრულად გადაანდო მთავრობას და სწორედ მთავრობას აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილებები პირის უფლებების შეზღუდვის შესახებ, მაგალითად, დააწესოს შეზღუდვები მიმოსვლაზე, შეკრებაზე და ეკონომიკურ საქმიანობაზე. საკანონმდებლო ორგანო კი ამ პროცესს მთლიანად გამოეთიშა.
საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებამოსილების მთავრობაზე ასეთი გადანდობა კონსტიტუციურად მიიჩნია.
თუმცა, EMC-ს შეფასებით, პარლამენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების ამგვარი გადანაწილება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს, კერძოდ:
2.შეზღუდვების ინტენსივობის შეფასება
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პანდემიის დროს შეზღუდვების დაწესება არის დროებითი და არ არის ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რომელზეც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, EMC-ს შეფასებით პანდემიის დროს შეზღუდვების დაწესება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც პარლამენტის კომპეტენციაა, რადგან:
3. სიტუაციის ექსტრაორდინალურობა
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან პანდემიის მდგომარეობა ექსტრაორდინალურია და სიტუაციაზე სწრაფად მორგება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, გამართლებულია შეზღუდვები დააწესოს მთავრობამ და არა პარლამენტმა, რადგან საპარლამენტო განხილვები უფრო მეტად დროში გაწელილი პროცესია.
EMC-ს შეფასებით, სიტუაციის ექსტრაორდინალურობა და ცვალებადობა ვერ გაამართლებს კონსტიტუციური გარანტიების დათმობას. როდესაც აშკარაა, რომ კრიზისული სიტუაცია მოითხოვს ისეთ სწრაფ რეაგირებას, რომ შეუძლებელია პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, რომელშიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტით ხდება უფლებების შეზღუდვა. ამ შემთხვევაშიც, კი, პარლამენტს რჩება პრეზიდენტის დეკრეტის დამტკიცების/უარყოფის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კი, ქვეყანაში შეიქმნა დე ფაქტო საგანგებო მდგომარეობა, მისი ოფიციალურად გამოცხადებისა და შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების გარეშე.
4. თავისუფლების უფლების ფარგლები
დღევანდელი მდგომარეობით, ადამიანს შესაძლოა დაეკისროს მისი ნების საწინააღმდეგოდ 12 დღიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შეზღუდვა მიიჩნია არა ადამიანის ფიზიკური თავისუფლების, არამედ მხოლოდ მიმოსვლის თავისუფლების უფლების შეზღუდვად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, პირისათვის თვითიზოლაციის ან კარანტინის დავალდებულებას არ სჭირდება სასამართლო გადაწყვეტილება.
თუმცა, ჩვენი შეფასებით, პირის ნების საწინააღმდეგოდ მისი 12 დღიანი სავალდებულო იზოლაცია/კარანტინი ინტენსიურად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და საჭიროებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რადგან:
შეჯამება
ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეასრულა კონსტიტუციის დამცველის როლი და ვერ უზრუნველყო პარლამენტსა და მთავრობას შორის კომპეტენციების დაბალანსების ეფექტური კონსტიტუციური კონტროლი.
EMC უახლოეს მომავალში აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას პანდემიის რეჟიმში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მწვავე საკითხზე, რომელიც უკავშირდება შეზღუდვების დარღვევისათვის გათვალისწინებულ მკაცრ სანქციებს. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ამ მექანიზმის რეპრესიულობას და სათანადოდ შეაფასებს მისი კონსტიტუციურობის საკითხს.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების კრიტიკული შეფასება სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
ინსტრუქცია