საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ღამის კლუბებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია დაიწყო. სამართალდამცავების განმარტებით, 12 მაისის საპოლიციო ღონისძიება 8 პირის დაკავებას უკავშირდებოდა, რომლებიც კლუბების მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე აიყვანეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა მიმართ გამოძიება აღნიშნულ სპეცოპერაციას რამდენიმე თვით უსწრებდა წინ და მათ წინააღმდეგ შეკრებილი მტკიცებულებები 12 მაისამდე გაცილებით ადრე იყო მოპოვებული. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ღამის კლუბებში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე:
ინსტრუქცია