საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ორი წელი შესრულდა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციიდან, რომელსაც საზოგადოების დიდი პროტესტი და საბოლოოდ, სახელმწიფოს მხრიდან ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე მუშაობის საჯარო დაპირება მოჰყვა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მისი დანაპირები არ შეასრულა და ამ დრომდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ღამის კლუბებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია დაიწყო. ღამის კლუბების ტერიტორიაზე, დიდი რაოდენობით პოლიციელისა და შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლამ სტუმრებით ხალხმრავალ სივრცეში, ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდა გააჩინა.
სამართალდამცავების განმარტებით, 12 მაისის საპოლიციო ღონისძიება 8 პირის დაკავებას უკავშირდებოდა, რომლებიც კლუბების მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე აიყვანეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთა მიმართ გამოძიება აღნიშნულ სპეცოპერაციას რამდენიმე თვით უსწრებდა წინ და მათ წინააღმდეგ შეკრებილი მტკიცებულებები 12 მაისამდე გაცილებით ადრე იყო მოპოვებული. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ღამის კლუბებში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიების დაწყების პარალელურად, კლუბებთან მოქალაქეები საპოლიციო მოქმედებების გაპროტესტებისა და კლუბებისთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით სპონტანურად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ ფიზიკური ძალა გამოიყენა და მათ ტერიტორია დაატოვებინა, რა დროსაც სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 40-მდე აქტივისტი, პროტესტის შესუსტების მიზნით დააკავა.[1] აღსანიშნავია ისიც, რომ სპეცოპერაციას წინ უძღვოდა ნარკოპოლიტიკის რეფორმის თაობაზე შემუშავებული კანონპროექტის და მისი მხარდამჭერი ჯგუფების, მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მადისკრედიტირებელი ინფორმაციების აქტიური გავრცელება. უშუალოდ 12 მაისის თანმდევი პროტესტის დროს კი ადგილი ჰქონდა ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მობილიზებასა და მათ ინსტრუმენტალიზებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.
პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებზე მსჯელობის ორწლიანი შეჩერების ფონზე, დღემდე უპასუხოდ რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურ და უსამართლო სასჯელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ელოდებიან. არაპროპორციული სასჯელებით თავისუფლებააღკვეთილ პირთა გარდა, მძიმეა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ იმ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაც, რომელთაც წლობით ჩამორთმეული სამოქალაქო უფლებები დასაქმების, მინიმალური საარსებო შემოსავლისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე ტოვებს.
მოქმედი არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის შედეგად, მხოლოდ 2019 წელს:
12 მაისის მოვლენები, ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებაში ჩართულ სამართალდამცავთა და აქციაზე დაკავებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მასშტაბური ოპერაცია იყო ბოლო წლების განმავლობაში, რასაც, მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევის გამო, საზოგადოების დიდი მღელვარება და რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქის ორდღიანი აქცია მოჰყვა. პროტესტის მთავარ მოთხოვნას მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, ასევე საპოლიციო სისტემისა და ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის გატარება წარმოადგენდა. სწორედ ამ საზოგადოებრივი პროტესტის საპასუხოდ გასცა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის უმოკლეს ვადებში გადაწყვეტის დაპირება. სამწუხაროდ, 2018 წლის 12 მაისის მოვლენების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ხელისუფლებას არცერთი სამუშაო ფორმატი ამ საკითხის რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტისთვის არ გამოუყენებია.
ხელისუფლება თავს არიდებს სისტემური რეფორმის საკითხზე თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და დღემდე უცნობია მისი დამოკიდებულება ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან მიმართებით. რეფორმის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების ფონზე, განსაკუთრებით მძიმე იმ ადამიანთა უპასუხოდ დატოვებაა, ვინც ნარკოპოლიტიკის ცვლილებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღემდე ელოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე,
ინსტრუქცია