ვიდეოში ჩანს, როგორც იძალადეს სპეცრაზმელებმა კიდევ ერთ მშვიდობიან დემონსტრანტზე, ნიკა რომანაძეზე.
სპეცრაზმელები რომანაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ 2024 წლის 29 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედნის სიახლოვეს მდებარე აფთიაქში, დაახლოებით დილით 7 საათზე.
29 ნოემბრის გამთენიისას შსს-ს საპოლიციო ძალებმა აქციაზე მყოფ მონაწილეთა მცირე ჯგუფის მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო, რის შემდეგაც ნიკა რომანაძე, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნისკენ გაიქცა და თავი იქვე მდებარე აფთიაქს შეაფარა.
რამდენიმე წუთში კი სპეცრაზმელები აფთიაქში შეიჭრნენ და რომანაძეს ჰკითხეს თუ რატომ ისროდა ქვებს, რაზეც ნიკამ უპასუხა, რომ იგი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა და ასეთ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას რამდენჯერმე ჩაარტყა.
ნიკა რომანაძის შემთხვევა მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკი და აბსოლუტურად გაუმართლებელი ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც ძალოვნების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენება არ ემსახურებოდა არავითარ ლეგიტიმურ მიზანს და მხოლოდ აქციის მონაწილის დასჯის და დაშინების მოტივაციით იყო ნაკარნახევი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ნიკა რომანაძის უფლებების დაცვას და პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით