[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიმართოს ქმედით ზომებს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს მისი პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად და შეიმუშავოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკა.

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე თითქმის 1 წელია ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში რჩება. ზაზა გახელაძის პატიმრობა ცხინვალში ე.წ. საზღვრის კვეთის გამო ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების უკანონო ხელყოფის ყველაზე ხანგრძლივი და განგრძობადი შემთხვევაა და საგანგაშო გამოცდილებას ქმნის. ხანგრძლივი პატიმრობისა და არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლების ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მის სოფელში სხვილოს ისტორიულ ციხესთან რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს, როცა ის სამეურნეო მიზნით ტყეში იყო გასული. დაკავების დროს ზაზა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს. გახელაძეს დე-ფაქტოპროკურატურამ ბრალი დასდო საზღვრის უკანონო კვეთაში და სანადირო თოფის გასროლით სამხედროებზე თავდასხმაში, მათი სიცოცხლის მოსპობის მიზნით. მას სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროების ჩვენებაც მიუთითებდა, რომ ზაზა გახელაძეს მათი მისამართით არ უსვრია,ცხინვალის სასამართლომ მის წინააღმდეგ მაინც უმძიმესი სასჯელი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ეს დე-ფაქტორეჟიმის მიერ გამოყენებული ყველაზე მძიმე სასჯელია ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებების მრავალწლიან პრაქტიკაში.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით მისი ოჯახისა და საზოგადოების შიშებს კიდევ უფრო ამძიმებს ცხინვალის იზოლატორებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი რისკები. 2020 წლის აგვისტოში ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში სავარაუდოდ ცემის შედეგად გარდაიცვალა ბრალდებული ინალ ჯაბიევი და მისმა ოჯახმა ამ დრომდე ვერ მიაღწია სამართლიან მართლმსაჯულებას. აქვე უნდა აღინიშნოს დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეები, რომლებიც სწორედ ცხინვალის დე-ფაქტორეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება 1 წელია მუდმივად უთითებს ყველა საერთაშორისო დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენებაზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით, აშკარაა, რომ ეს ზომები არ იძლევა უკანონო პატიმრის გათავისუფლებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ოჯახის წევრებს წითელი ჯვრის დახმარებით პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მონახულების შესაძლებლობა მიეცათ, 1 წლიანი უიმედო პატიმრობის გამო მათი შიში, უიმედობა და სასოწარკვეთა კიდევ უფრო გაღრმავდა. ისინი უახლოეს დღეებში გეგმავენ მშვიდობიანი პროტესტის ფორმების გამოყენებას.

აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში და ორმხრივი მოლაპარაკებების პირობებში ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი. მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ზაზა გახელაძის ოჯახის ინტერესების დასაცავად ხელისუფლებას არ მიუმართავს არც საერთაშორისო სასამართლო მექანიზმებისთვის (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის).

ცხადია, ჩვენ ვაცნობიერებთ, ოკუპაციის პირობებში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების დაცვის სირთულეებს. თუმცა, კონკრეტულ ტერიტორიაზე რეალური კონტროლის არარსებობის მიუხედავად, ჩვენს სახელმწიფოს ეკისრება ყველა შესაძლო პოლიტიკური, დიპლომატიური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ღონისძიებების გატარების ვალდებულება, როგორც ზოგადად რეგიონის მცხოვრები ადამიანების, ისე კონკრეტული უფლებათა დარღვევის მსხვერპლთან მიმართებით.

სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის. მათ შორის, კონფლიქტების მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ამ დრომდე არ გვაქვს კონფლიქტის რეგიონებში მოქმედი საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის, რეაგირებისა და პრევენციის ქმედითი ინსტრუმენტები იქნება. ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკაში სათანადოდ არ არის დანახული დე-ფაქტო მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რაც ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დაცვის საკითხებზე რეგულარული დიალოგისა და მუშაობის ფორმატი იქნებოდა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • გააძლიეროს დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ზაზა გახელაძის დროული გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით;
  • შექმნას ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან კომუნიკაციის ხაზები ზაზა გახელაძის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის გარანტირების და დროული გათავისუფლების მიზნით;
  • შეიმუშავოს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკებს და უკვე დაგროვებულ გამოცდილებას დაეფუძნება.

ხელმომწერი ორგანიზაციები

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ასოციაცია "თანხმობა"

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“