საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხვალ, 14 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის მორიგი პროცესი გაიმართება.
Მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
სახელაშვილი სამოსამართლო საქმიანობას 2022 წლის აპრილიდან აწარმოებს, თუმცა ის სისტემის ლოიალური კადრია, რადგან თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სხვადასხვა თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა.
2019 წელს სახელაშვილმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ჩააბარა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით დადასტურებული არ არის, ის მაინც განიხილავს მზია ამაღლობელის საქმეს.
ხვალ, 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება აქციების გამო დაკავებული 8 პირის - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის - საქმის მორიგი სასამართლო პროცესი. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
მჭედლიშვილი დაკავშირებულია ე.წ. “კლანის” წევრებთან - მათ შორის, ლევან მურუსიძესთან და ამ უკანასკნელის ცოლის - ლელა ჭანიას ახლო მეგობარია.
მჭედლიშვილი სასამართლო სისტემაშია 2001 წლიდან, 2005 წლიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმიანობს, თუმცა მოსამართლედ 2021 წელს დაინიშნა. 2022 წლიდან მჭედლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეა.
თამარ მჭედლიშვილი სანქცირებულია ლიეტუვის მიერ.
ხვალ, 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 პირის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი კერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის - სისხლის სამართლის საქმის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეა.
ჯაჭვაძე მოსამართლის თანამდებობას 2007 წლიდან იკავებს, 2019 წელს კი უვადოდ გამწესდა ამავე თანამდებობაზე.
ქეთევან ჯაჭვაძის პროფესიული წარსული არაერთ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეს უკავშირდება. მან განიხილა აფგან სადიგოვის საქმე და შეუფარდა საექსტრადიციო პატიმრობა. ჩართული იყო ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, გიორგი რურუასა და მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ საქმეებში.
2019 წელს ჯაჭვაძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ე.წ. “გავრილოვის ღამის” საქმეზე დაკავებულ 4 პირს.
მისი პროფესიული კვალიფიკაცია 2017 წელს განხილვის საგანი გახდა. ჯაჭვაძემ იურიდიული განათლება მიიღო დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც ოფიციალურად 1996 წელს დაარსდა, ხოლო მან ინსტიტუტი 1998 წელს დაამთავრა. ეს ფაქტი კითხვებს აჩენს მისი განათლების სანდოობასთან დაკავშირებით.
მიუხედავად კვალიფიკაციის საკითხებისა და წარსულში ხელისუფლებისა და ე.წ "კლანის" სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების, ქეთევან ჯაჭვაძე მაინც განაგრძობს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეების განხილვას - მათ შორის აქტივისტების მიმდინარე საქმესაც.
ქეთევან ჯაჭვაძე სანქცირებულია ლიეტუვის მიერ.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი
ნინო გალუსტაშვილი 2016-2024 წლებში სხვადასხვა რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებს იკავებდა.
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
ლელა მარიდაშვილი მოსამრთლის თანამდებობაზე გამწესდა 2024 წლის 1 ოქტომბერს, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო სისტემაში მის დანიშვნას წინ უძღოდა პოლიტიკური საქმიანობა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში". კერძოდ, 2017-2023 წლებში ლელა მარიდაშვილი იკავებდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.
ლელა მარიდაშვილი ფიგურირებს აზერბაიჯანელი ჟუარნალისტის - აფგან სადიგოვის საქმეშიც: მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სადიგოვს დაუსაბუთებლად გაუგრძელა საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო სადიგოვმა აბსოლუტური შიმშილობა.
ნატო ხუჯაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში - 2006 წლიდან დაინიშნა, 2019 წელს კი თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ.
ნატო ხუჯაძე, როგორც მოსამართლე, ფიგურირებს როგორც მიმდინარე პროტესტის მონაწილეთა საქმეებში, ასევე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა საქმეებშიც.
კერძოდ, ხუჯაძემ 2010 წელს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ერეკლე კოდუას ცოლის ძმა - მიხეილ ჟორჟოლიანი, რომელსაც პოლიციისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა ბრალად.
“ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში - 2012 წლის დეკემბერში - ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობის საპირისპიროდ, გირაო შეუფარდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულს - საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, ზურაბ მიქანაძეს.
2013 წელს მიცემულ ინტერვიუში თეა წულუკიანი სასამართლოზე მსჯელობისას აღნიშნავდა: „ისე აქვთ მოწყობილი ეს შიდა სისტემა, რომ ის 30-მდე საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალ თუ შუა რგოლის ჩინოსანს ეხება, ხვდება ყოველთვის 4-5 მოსამართლის ხელში - გიორგი გოგინაშვილი, გელა ბადრიაშვილი, მერაბ ჯორბენაძე, გიორგი არევაძე და ნატო ხუჯაძე. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი მოსამართლე უდგას მას ოპოზიციაში.“
ნატო ხუჯაძე მიმდინარე პროტესტის მონაწილეთა საქმეებთან დაკავშირებით სანქცირებულია ესტონეთის მიერ.
ზვიად შარაძე მართლმსაჯულების სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებს 2011 წლიდან. 2013-2015 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორად, 2019 წლიდან კი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ.
ზვიად შარაძე პროტესტის მონაწილეთა მიმდინარე საქმეების გარდა ფიგურირებდა ლაზარე გრიგორიადისისა და ე.წ. “კარტოგრაფების” საქმეებში. ამ უკანასკნელის განხილვის პერიოდში კი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, მასზე შესაძლო კორუფციის ეჭვები ჩნდება.
კერძოდ, იმავე, 2020 წელს ზვიად შარაძემ დაადეკლარირა მსხვილი საჩუქრის მიღება მშობლებისგან, ხოლო მისმა მეუღლემ კი - 4 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. 2024 წლის მდგომარეობით, შარაძემ და მისმა მეუღლემ ბოლო 7 წლის განმავლობაში მშობლებისგან საჩუქრად 120 000 ლარზე მეტი მიიღეს. აქედან 108 129 ლარი შარაძემ 2019 წელს, თელავის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოსვლის შემდეგ მიიღო. დამატებით, 2024 წლის მდგომარეობით, ზვიად შარაძე მის ბოლო 3 დეკლარაციაში არ უთითებდა მეუღლის უძრავ ქონებას, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში არსებულ 10,425 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს.
ფრიდონ ბუბუტეიშვილისა და ირაკლი მეღვინეთუხუცესის საქმეებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ზვიად შარაძე სანქცირებულია ესტონეთის მიერ.
დავით მგელიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 2013 წლიდან, ხოლო 2019 წლიდან ის უვადოდ არის გამწესებული აღნიშნულ თანამდებობაზე.
სასამართლო სისტემაში მისი კარიერა უკავშირდება როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში მიღებულ პოლიტიკურად მგრძნობიარე გადაწყვეტილებებს. 2012 წელს მგელიაშვილი გიორგი დარახველიძესა და ბესიკ ბუგიანიშვილთან ერთად ერთდროულად გადმოიყვანეს თბილისში და დანიშნეს ბაჩო ახალაიას საქმის განმხილველ მოსამართლედ. იმ დროისთვის მიღებული გამამართლებელი განაჩენები სასამართლოს შიდა დაპირისპირებასა და საქმეთა განაწილების პროცესში შესაძლო მანიპულაციებზე მიანიშნებდა.
დავით მგელიაშვილი ასევე ფიგურირებს ზურაბ ჟვანიას, ბუტა რობაქიძის, ბადრი პატარკაციშვილის, მეგის ქარდავასა და სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. 2022 წელს მან განიხილა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ძალადობრივი თავდასხმის საქმე და თითქმის სრულად გაამართლა ბრალდებულები, რამაც სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.
ამჟამად დავით მგელიაშვილი განიხილავს დაკავებული აქტივისტების – ანზორ კვარაცხელიას, საბა ჯიქიას, ანატოლი გიგაურის, მათე დევიძისა და გიორგი ახობაძის – საქმეებს. მისი წარსული გამოცდილება, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ლოიალური მიდგომა და “კლანურ” სტრუქტურებთან კავშირები, კითხვებს აჩენს აღნიშნული საქმეების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
ლილი მსხილაძე 2015 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, 2018 წლიდან კი გამწესებულია უვადოდ. 1999-2005 წლებში იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე, 2005-2009 წლებში კი ირიცხებოდა საერთო სასამართლოების რეზერვში.
ლილი მსხილაძის პროფესიული ბიოგრაფია არაერთი სკანდალური განცხადებით გამოირჩევა. 2025 წლის იანვარში პროტესტის მონაწილეთა მიმართ საჯაროდ განაცხადა, რომ "ყველანი დასაჭერები არიან".
ასევე აღსანიშნავია მსხილაძის მიერ 2013 წლის 17 მაისს საჯაროდ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადება: „დღევანდელი დღე სერიოზული კვლევის საგანი უნდა გახდეს. აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ დგას ამ ავადმყოფი ხალხის უკან? რატომ უპირისპირდება ეს მცირე ჯგუფი ერს და ბერს? რატომ ებრძვიან ქართულ მენტალობას და თავზე რატომ გვახვევენ ქართველობისთვის მიუღებელ ქცევის წესს? რატომ სწირავენ საზარბაზნე ხორცად ამ უმწეო ახალგაზრდობას? რატომ უწყობენ პროვოკაციას ერის ღირსების დამცავ პირებს დანაშაულის ჩადენაზე? ვის აწყობს ეს ყველაფერი? ესაა სარკვევი აქ. ისე სიცხადისთვის, უმცირესობა ნუ ეცდება, თავის ჭკუაზე მართოს უმრავლესობა. გეების პარადი დასაშვებად ქართულ ხასიათში არასდროს ჩაჯდება და ყოველთვის ამგვარ გულისწყრომას გამოიწვევს. პოლიციამ უნდა დასაჯოს არა ის ქართველი ბიჭები, რომლებიც ბინძურ პროვოკაციას წამოაგეს (რაც ძალიან უნდოდათ ვიღაცებს), არამედ ის ორგანიზატორები, ვინც ეს სპექტაკლი დადგა.”
ლელა კალიჩენკოს სამოსამართლო კარიერა 1999 წელს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დაიწყო. მანამდე, 1989-1999 წლებში ის პროკურატურაში მუშაობდა. კალიჩენკო 2005-2009 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, სასამართლო სისტემაში დაბრუნდა 2016 წელს, ხოლო 2017 წლიდან კი თანამდებობაზე უვადოდ არის გამწესებული.
კალიჩენკო ფიგურირებს პროევროპული აქციების დროს დაკავებულების - საბა ჯიქიასა და არჩილ მუსელიანცის საქმეებში, ასევე ე.წ. “კარტოგრაფების” საქმეში.
ასევე საყურადღებოა, რომ 2016 წელს ლელა კალიჩენკოს სასამართლო სისტემაში დაბრუნებას ემთხვევა მისი შვილის დანიშვნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მთავარი კონსულტანტის-მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე, რაც სისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმის კიდევ ერთი შემთხვევაა.
მიხეილ ჯინჯოლია 2011-2019 წლებში საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე საქმიანობდა, მოსამართლედ კი გამწესდა 2020 წელს.
მიხეილ ჯინჯოლია იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის განმხილველი მოსამართლე - მიუსაჯა 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯინჯოლიამ ასევე განიხილა „ვაკის პარკის საქმეზე“ დაკავებული 9 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ცხრავეს.
2024 წელს ჯინჯოლია მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში. ეს ყველაფერი? ესაა სარკვევი აქ. ისე სიცხადისთვის, უმცირესობა ნუ ეცდება, თავის ჭკუაზე მართოს უმრავლესობა. გეების პარადი დასაშვებად ქართულ ხასიათში არასდროს ჩაჯდება და ყოველთვის ამგვარ გულისწყრომას გამოიწვევს. პოლიციამ უნდა დასაჯოს არა ის ქართველი ბიჭები, რომლებიც ბინძურ პროვოკაციას წამოაგეს (რაც ძალიან უნდოდათ ვიღაცებს), არამედ ის ორგანიზატორები, ვინც ეს სპექტაკლი დადგა.”
გიორგი გელაშვილი 2021 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
ის განიხილავდა აქციებზე დაკავებულთა საქმეებს და გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი გელაშვილი ასევე იყო გიორგი ბაჩიაშვილის საქმის მოსამართლე და მას 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა – საქმე, რომელიც პოლიტიკური დევნის ნიშნებით გამოირჩეოდა.
ინსტრუქცია