[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / განცხადება

მოქმედი ნარკოპოლიტიკა ლახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას

470_14017587_10154047053868800_300324411_n_-_Copy_1

შეგვძრა 22 წლის ახალგაზრდას, დემურ სტურუას გარდაცვალების ამბავმა. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ დემურის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. მოვითხოვთ ამ საზარელი ფაქტის უსწრაფეს და ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას.

შეძრწუნებულები ვართ იმ გარემოების გამო, რომ ახალგაზრდა ადამიანმა შესაძლოა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე პოლიციელების მხრიდან გაუსაძლისი ზეწოლის, მუქარის და ძალადობის შედეგად. მის მიერ დატოვებულ წერილში აღწერილი ვითარება პირდაპირი ანარეკლია იმ რეპრესიული სისტემისა და გავრცელებული პოლიციური პრაქტიკისა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის პირობებში ჩამოყალიბდა. არსებული ნარკოპოლიტიკა არის საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ყველაზე მახინჯი გადმონაშთი, რომელიც მიმართულია მხოლოდ ადამიანების დევნასა და უსამართლო დასჯაზე და ექსკლუზიურად ემსახურება ძალოვანი სტრუქტურების კერძო ინსტიტუციურ საჭიროებებს - იქონიონ ადამიანების დაშინების და დაშანტაჟების მექანიზმი, რათა აიძულონ თანამშრომლობა და ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოში განხორციელებული სადამსჯელო ნარკოპოლიტიკა არის ირაციონალური და არაჰუმანური, ლახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას. ქართულ “მკვლელ” ნარკოპოლიტიკას არ გააჩნია ანალოგი ცივილიზებულ სამყაროში. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ პოლიტიკით მიღებული რაიმე დადებითი შედეგების შესახებ. არსებობს მხოლოდ საპირისპირო გამოცდილება და ფაქტები, რომ იგი იწვევს ადამიანების კრიმინალიზაციას, ტანჯვას, სიკვდილს, და საზოგადოებაში ამკვიდრებს უსამართლო და ღირსების შემლახავი საჯარო პოლიტიკის განცდას.

დემურის წერილში აღწერილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ პოლიციის კონკრეტულ თანამშრომელს, არამედ მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ვინც საკუთარი ქმედებით თუ უმოქმედობით, ხელს უწყობს არსებული უგუნური და კაცთმოძულე ნარკოპოლიტიკის არსებობას საქართველოში და ვინც ეწინააღმდეგება ნებისმიერი პროგრესული ცვლილების გატარებას ამ მიმართულებით.

მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან დაუყოვნებლივ დაიწყოს არსებული ნარკოპოლიტიკის და ძალადობრივი პოლიციური სისტემის რეფორმირების პროცესი, რომელიც, როგორც მინიმუმ, მოიცავს დრაკონული ნარკოკანონმდებლობის შეცვლას და ზრუნვის და დახმარების პროგრამების განსახორციელებლად რესურსების მნიშვნელოვან გაზრდას. საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მზად არის ხელისუფლებას წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კონკრეტული გეგმა და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრები:

1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)2. თეთრი ხმაურის მოძრაობა3. ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი4. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯია5. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი6. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი7. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია9. საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია10. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია11. პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭო12. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი13. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი -14. სამედიცინო ცენტრი „ურანტი“15. კლინიკა “ნეოგენი”16. ახალი ვექტორი17. კონსტიტუციის 42-ე მუხლი18. თანადგომა19. ჰეპა პლიუსი20. რუბიკონი21. ნაბიჯი მომავლისკენ22. ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია აკესო23. ქსენონი24. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი25. რეალური ხალხი რეალური ხედვა26. პოზიტიური არჩევანი27. იმედი28. ფენიქსი 200929. ჰერა XXლ30. ახალი გზა31. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი32. ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის33. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის34. საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“35. დაავადებათა პრევენციის, კონტროლისა და გაუვრცელებლობის ასოციაცია36. 2 ივნისის მოძრაობა37. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება38. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“