[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / თარგმანი

მოდერნულობა ისლამური სახელმწიფოს, ბოკო ჰარამის, თალიბანის და სხვათა მიხედვით

დათო ლაღიძე 

ავტორი – ჰასან აზადი ისლამმცოდნეობის დოქტორანტი კოლუმბიის უნივერსიტეტში / წყარო – Al-jazeera

რა საერთო აქვს ისლამურ სახელმწიფოს, ბოკო ჰარამს და თალიბანს? ექსტრემიზმი? ხალიფატიზმი? ძალადობა? ეს ყველაფერი საერთოა ამ ჯგუფებისთვის. არსებითად, მათთვის საერთო არის ის, რომ ყოველი მათგანი არის მოდერნული წარმონაქმნი. თუ გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს, ისმის კითხვა თუ რატომ იბრძვიან ისინი მოდერნულობის წინააღმდეგ?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს თუ როგორ გვესმის მოდერნულობა. ჩვენ ვთანხმდებით, რომ მოდერნულობა არის აზროვნება, მეცნიერება, თავისუფლება, სამართლიანობა, რასობრივი, გენდერული და სექსუალური თანასწორობა. ეს არსებული ჭეშმარიტებებია.

ეს ის იდეალებია, რომელიც შექმნილია მკვეთრი დასავლური დისკურსის მიერ, სადაც დასავლეთი განიხილება მათ შემქმნელად და მასაზრდოებლად.

თუმცა, მე ცოტათი დავაბნევ მკითხველს თუ ვიტყვი, რომ ეს იდეები განხორციელებისაგან შორს დგას თავად დასავლეთში.ამის ნათელი მაგალითია უთანასწორობა სექსუალური, გენდერული და რასობრივი კუთხით. დასავლური მშვიდობა იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამომხმარებლო, ხორციელდება მე-3 სამყაროს მოქალაქეების თავისუფლების ხარჯზე.

და ეს თავისუფლების ნაკლებობა ძალიან შორს, სიღრმეებში მიდის, აღწევს იმ ისტორიამდე, რომელიც გვიყვება თუ როგორ ცხოვრობდნენ კოლონიები კოლონიალიზმის დროს. მაგალითად, კოლონიალიზმის ისტორიისა და კოლონიებში საგანმანათლებლო პროექტების სიღრმისეული კვლევა აჩვენებს, ევროპული იდეალების ინტერვენციას ადგილობრივ ცოდნაში და მის ჩანაცვლებას ევროპული ცოდნით – აზროვნების იმ მანერით, რომელსაც თავისი ფესვები აქვს განმანათლებლობაში.

ევროპული აზროვნება – რომელიც გაჯერებულია შიდა წინააღმდეგობებითა და შეუსაბამობებით – დომინირებს დანარჩენ სამყაროზე, როგორც ჰეგემონიური ნარატივი (დისკურსი არის ის სიტყვა, რომელსაც ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო იყენებს), რის მიხედვითაც დანარჩენი მსოფლიოს რაციონალურობა იზომება.

მაგრამ რა საერთო აქვს ამ ყოველივეს ზემოთ ნახსენებ ძალადობრივ ჯგუფებთან? რასაკვირველია, ძალადობა ძალადობაა და ნამდვილად არ ვკამათობ კარგისა და ცუდის შესაბამისობის შედარებით აღქმაზე იდიოსინკრეზული ლოგიკის პოზიციიდან.

ჩემი არგუმენტები ეყრდნობა დისკუსიის ორ ცენტრალურ კონცეპტს, რომელიც დიდი სიფრთხილით აირეკლავს შემდეგს: 1) შარიათის ინსტიტუციური მოწყობა კოლონიური გზით და 2) მოდერნული სახელმწიფოს არსებითი მდგომარეობა.

მოდერნულმა სახელმწიფო ინსტიტუციებმა შეცვალეს შარიათის გაგება და ეთიკაზე მეტად დასჯაზე ორიენტირდნენ.

შარიათის ისტორიული ინსტიტუტი

შარიათის ცნობილი ისტორიკოსი ველ ჰალაგი, ზუსტად ხსნის იმ ცვლილებებს, რაც კოლონიალიზმმა მოუტანა შარიათის ინსტიტუტს – ინსტიტუტი, რომელიც ფუნდამენტურად უკავშირდებოდა ხალხს, და რომელიც უკიდურესად ეთიკური ბუნების იყო.

ისტორიული შარიათი არ იყო სადამსჯელო. ეს მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ შარიათის ანთროპოლოგია, ვინაიდან როცა მოდერნული ჯგუფები ქმნიან ისლამურ სახელმწიფოს, უჩნდებათ სურვილი შარიათის შემოღების. ამიტომ, მათი ძალადობის უმრავლესობა ნაკარნახევია შარიათის მათივე გაგებით, თუ როგორ იყო მოწყობილი ახალი და ძველ სახელმწიფო.

პრემოდერნული შარიათის მიზანი იყო შეექმნა კომუნალური ერთობა, ადგილობრივი ქადის ან მოსამართლის მეშვეობით, რომელიც არ ასოცირდებოდა სახელმწიფოსთან და მათი მედიაციით ორ მოდავეს შორის. პრემოდერნულ ხანაში, დასჯის ის ფენომენი, რასაც დღეს ჩვენ სწრაფადვე შარიათთან ვათანაბრებთ, უკიდურესად იშვიათი იყო, თუკი საერთოდ ხორციელდებოდა.

განმეორებისთვის, შარიათი იყო ფუნდამენტურად ეთიკური ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანიც იყო სოციალური ჰარმონიის შექმნა, დამყარებული სიყვარულსა და ნდობაზე თემის შიგნით და ღმერთის მიმართ.

და რისი მომსწრენი ვართ დღეს ჩვენ? ეს არის კოლონიური დემონტაჟი შარიათის ისტორიული ინსტიტუტის – რომელიც მოიცავდა ვაქფს (შემოწირულობას) და მედრესეს (რელიგიურ სკოლას) – და მათი ჩანაცვლება ევროპული კანონებით, შარიათის სწავლება და აღსრულება შეწყდა იმ გზით, რაც საუკუნეების მანძილზე არსებობდა.

წარმოიდგინეთ რომ თანამედროვე მედიცინა შეეცადოს ფუნქციონირებას მილიარდობით დოლარის ინვესტიციების გარეშე, რომელიც იხარჯება კვლევებში, ექიმთა ინსტიტუტებში, მედდებსა და საავადმყოფოებში, ასობით ათასი ქალის და კაცის დახელოვნება ხდება თანამედროვე სამედიცინო სწავლებითა და მეთოდოლოგიით ყოველ წელს. ამ ყველაფრის გამორიცხვით, თანამედროვე მედიცინის ინსტიტუტები დაიწყებს დაღმასვლას და დავა შარლატანობამდე.

რა შემორჩა შარიათის ინსტიტუტიდან?

იმ ფინანსური ინსტიტუტების დემონტაჟით, რომელიც მხარს უჭერდა სწავლას და შარიათის კულტივირებას, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ცოდნის წყაროს – ტრადიციას, როცა მუსლიმი მშობლები გზავნიდნენ თავიანთ ნიჭიერ შვილებს მედრესეში, რათა ისინი ისლამური კანონების მეცნიერები გამოსულიყვნენ, უკვე წარსულს მიეკუთვნება.

არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ შარიათის სწავლა დღეს სისულელედ განიხილება. ტრადიციული სწავლების დასავლური განათლებით ჩანაცვლების შედეგად, დაინგრა ის ინტელექტუალური საქმიანობა, რომელიც ამ სკოლებში ხორციელდებოდა. ამ დროიდან გავრცელებულია, რომ ნიჭიერი ადამიანი მუსლიმურ სამყაროში ხდება ექიმი და ინჟინერი. დღეს ისლამისტური ჯგუფების წევრებს აქვთ ინჟინერის განათლება.

შარიათი და თანამედროვე სახელმწიფო

თანამედროვე სახელმწიფო ხდება გაცილებით უფრო ნორმალიზებული, ხოლო პოლიტიკური ფორმაციის თვალსაზრისით ბუნებრივი, თუმცა ჯერ კიდევ ცოტა რამ არის ბუნებრივი და უცვლელი მასში. იგი დღის წესრიგში ევროპაში არსებული უამრავი ხდომილების შედეგად შემოვიდა – მათ შორის, დიპლომატიური ბრძოლის შედეგად, ევროპული ქვეყნებს შორის კოლონიების სიმდიდრის გადასანაწილებლად. თანამედროვე სახელმწიფოს აქვს გარკვეული ფორმა საკუთრების, რასაც ჰალაქი ამბობს თავის “შეუძლებელ სახელმწიფოში”, კანონმდებლობის ცენტრალიზაცია კი შორ პერსპექტივად დარჩა.

როდესაც შარიათი თანამედროვე სახელმწიფოს ლოგიკის მიხედვით გადაკეთდა – აღსანიშნავია, რომ შარიათი პრემოდერნულ ხანაში არ იყო ცენტრალიზებული – იგი მიყვა ყველა იმ ლოგიკის, რაც იყო დასავლური. თანამედროვე სახელმწიფოს პირობებში, ხალხის ფიქრი შარიათის შესახებ თავადვე გახდა კეთების და არკეთების, და, უფრო მეტიც, დასჯის სინონიმი.

შარიათი გახდა დასჯის სისტემა, სადაც ყველაზე უფრო ექსტრემალური სასჯელის განსაზღვრა ხდება, ან სურთ რომ განისაზღვროს, მასობრივი, დაყოფის და კონტექსტის გათვალისწინების მიუხედავად, რაც პრემოდერნულ შარიათში არ არსებობდა. და ეს ხდება ზუსტად იქ, სადაც ეს კანონი სრულდება გამოცდილი სახელმწიფო აპარატის მიერ, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საუდის არაბეთი, ირანი, ბრუნეი ან ისლამური სახელმწიფოს – ფორმალურად ცნობილია როგორც ისლამური სახელმწიფო ერაყი და ლევანთი – ბოკო ჰარამის და თალიბანის მეშვეობით, რომლებიც იყენებენ დასჯის უფრო ჯგუფურ მეთოდებს.

ეს არი მიზეზი რატომაც ჰალაქი ამტკიცებს, რომ ისლამური სახელმწიფო არის წინააღმდეგობაში თავის ტერმინთან. ისლამური წესები, პრემოდერნული შარიათი, არის ფუნდამენტურად ეთიკური; ხოლო მოდერნული სახელმწიფო არის ნაკლებად მორალური, თუ არა ამორალური ან მორალს მიღმა მყოფი.

და ამიტომაც არის ეს ჩემი თეზისი. ეს ჯგუფები არ არიან პრიმიტიულად ბარბაროსული, რომელთა მიზანიც პირველყოფილ მდგომარეობაში დაბრუნებაა – მათი სურვილი, რაც დღეს ჩვენ ვიცით, არის მათი დაბრუნება არარსებულ წარსულში. ისინი არიან ფუნდამენტურად მოდერნულები და მოდერნულობის პროდუქტები. ამიტომაც მათი აზროვნება არის გარდაუვლად მოდერნული და პოსტ-კოლონიალური – იმ განწყობით, რომ ისინი ვერ იაზრებენ კოლონიალიზმის ისტორიის გავლენას – მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიბრძვით, რათა ვიპოვოთ ნებისმიერი ოჯახური მსგავსება ჩვენსა და მათ შორის. ისინი, პოლიტიკის თეორეტიკოსის როქსან ეუბენის სიტყვებით რომ ვთქვათ, არიან “მტრები სარკეში”.

ამიტომაც, რიგი ასპექტებისა მათ აქვთ აღებული ჩვენგან, ხოლო ნაწილი მათი ასპექტებისა ჩვენშია. სხვა საკითხია ის რომ, ჩვენ ვხედავთ ამას და გვინდა შევცვალოთ ის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“