[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ვიდეო

მიწების საკითხის პრობლემა სოფელ ყაურმაში

სოფელი ყაურმა უმეტესად, ეთნიკური სომხებითაა დასახლებული და ჯავახეთში მდებარეობს. სოფლის მიწები - დაახლოებით 150 ჰექტარი, რომლებსაც ადგილობრივი გლეხები ისტორიულად, მრავალი ათეული წლის განმავლობაში ამუშავებდნენ, დღეს სოფლის ყოფილი რწმუნებულისა და მისი ოჯახის საკუთრებაშია, გლეხებს კი მიწით სარეგბლობის უფლება არ ეძლევათ.

90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მიწების განაწილების პროცესი უთანასწოროდ და მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა. მიწების ამგვარად მითვისების პრაქტიკა ბოლო წლებშიც ხშირია. შედეგად, მრავალ სოფელში გლეხების უმრავლესობა სახნავ-სათესი და საძოვარი მიწების გარეშეა დარჩენილი.

მიწების დიდი ნაწილი უსამართლოდ აქვთ მითვისებული სხავდასხვა გავლენიანი ჯგუფისა თუ კლანების წარმომადგელნებს. გლეხები, რომლებიც მრავალი წელია ამ ადგილებში ცხოვრობენ და ამუშავებენ მიწას, იძულებულნი არიან, იჯარით აიღონ მიწები ე.წ. "არენდატორებისგან". მათი შემოსავლის ფაქტობრივად ერთადეთი წყარო სწორედ სოფლის მეურნეობაა. ამ ვიდეოში გაიგებთ უფრო მეტს, ყაურმელი გლეხების ყოფისა და ყოველდღიურობის შესახებ.

Ղաուրմա գյուղը հիմնականում բնակեցված է էթնիկ հայերով և գտնվում է Ջավախքում։ Գյուղին պատկանող հողամասերի՝ շուրջ 150 հեկտարը, որը պատմականորեն մշակվել է տեղի գյուղացիների կողմից երկար տասնամյակներ շարունակ, այժմ պատկանում է գյուղի նախկին գյուղապետին, կոպեռատիվներին և միքանի այլ անԶանց , և գյուղացիներին թույլ չեն տալիս օգտագործել այդ հողերը։ 90-ականներից սկսած՝ էթնիկ փոքրամասնություններով բնակեցված շրջաններում հողերի բաշխման գործընթացը եղել է անհավասար և զգալի բացերով։

Այս եղանակով հողեր յուրացնելու գործելաոճը տարածված է նաև վերջին տարիներին ընթացքում նույնպես։Արդյունքում շատ գյուղերի/ գյուղացիների մեծ մասը մնում է առանց վարելահողերի և արոտավայրերի։ Տարբեր ազդեցիկ խմբերի կամ կլանների ներկայացուցիչներ անարդարացիորեն յուրացրել են հողերի մեծ մասը։ Գյուղացիները, որոնք երկար տարիներ ապրում են այս վայրերում և հող մշակում, ստիպված են հողը վարձակալությամբ վերցնել այսպես կոչված «վարձատուներից»։ Փաստացիորեն նրանց եկամտի միակ աղբյուրը գյուղատնտեսությունն է։ Այս տեսանյութում դուք ավելին կիմանաք Ղաուրմաի գյուղացիների կյանքի և առօրյայի մասին:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“