[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

როგორც ცნობილია მიმდინარე წლის 14 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სამინისტრომ შპს ,,RMG Gold''-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია მიღებული გადაწყვეტილება და მხოლოდ სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული მცირე განცხადებით შემოიფარგლა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ობიქტურობის შესახებ.

შესაბამისად, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე საყდრისი-ყაჩღიანთან დაკავშირებით მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შპს ,,RMG Gold''-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. ასევე, გამოაქვეყნოს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად იქნა გამოყენებული.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

"მწვანე ალტერნატივა''

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“