[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას და რელიგიურ გაერთიანებებს

დღეს მთელი მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ყველას საერთო მიზანი ახალი ვირუსით, COVID-19–ით გამოწვეული პანდემიის დამარცხება და  ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 300,000–ს გადააჭარბა, ვირუსით გამოწვეული დაავადებით დაიღუპა 13,000–ზე მეტი ადამიანი და სამწუხაროდ, ვითარება ჯერ კიდევ მძიმდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ მკაცრი ზომები საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ერთ–ერთი ყველაზე მკაფიო მოთხოვნა სოციალური დისტანცირება და გადაადგილების შეზღუდვაა. ამ მიზნით, იკეტება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური დისტანცირების მკაცრი ზომები დროულად არ იქნა მიღებული, მკვეთრად მაღალია ინფიცირებულებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა. კორონა ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი და მასთან დაკავშირებული რისკები ყოველდღიურად იზრდება საქართველოშიც. 

21 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რითაც გარკვეული ვადით, იზღუდება კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა, მათ შორის, შეკრების თავისუფლება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც და მის შემდეგაც, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციად განსაზღვრავს სოციალური დისტანციის დაცვას და შეკრებებისგან თავის შეკავებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რიგი რელიგიური გაერთიანებები უკვე ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას და სხვადასხვა ფორმით ზღუდავენ ან დროებით აჩერებენ კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიურ რიტუალების აღსრულებას.

სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე არ იჩენს სათანადო ყურადღებას იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიმართ, რომელთა დაუცველობაც რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც უშუალოდ მის წევრებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას. რელიგიურ რიტუალებს ესწრებიან და ჩართულები არიან ბავშვებიც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანებს.

ამგვარ ვითარებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რათა მან სათანადო ბალანსის დაცვით, ერთი მხრივ, უზრუნველყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით მაქსიმალურად სრულყოფილად სარგებლობა, მეორე მხრივ, კი გამოიყენოს სათანადო სამართლებრივი მექანიზმები და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე მდგარი უკიდურესად მაღალი რისკები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მისი შეზღუდვა დაუშვებელია.[1] მიუხედავად ამისა, კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულება და მათში მონაწილეობა არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს შესაბამისი მკაცრი პირობების დაცვით, როდესაც ის რეალურ საფრთხეს უქმენის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.

უფრო კონკრეტულად, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ერთდროულად და თანაბრად მოიცავს შინაგან (Forum Internum) და გარეგან (Forum Externum) განზომილებას, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია ჰქონდეს (შინაგანი განზომილება) და გამოხატავდეს (გარეგანი განზომილება) მისთვის სასურველ რელიგიას ან მრწამსს.

თუმცა, დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც პლურალიზმისა და მრავალფეროვნების ღირებულებებს ემყარება, უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, რათა მიღწეული იქნას სამართლიანი და გონივრული ბალანსი კონკურენტულ ინტერესებს შორის.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში ასეთი შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ამ უფლების გარეგან განზომილებას ანუ პირადი რელიგიური ან სხვა სახის მრწამსის ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, პრივატულად ან საჯაროდ გამოხატვას ღვთისმსახურების, სწავლების, პრაქტიკისა და რიტუალების აღსრულების საშუალებით. ხოლო, მისი შინაგანი განზომილება ანუ რელიგიური ან სხვა სახის მრწამსის მიღება, ქონა, შეცვლა ან მასზე უარის თქმა, ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად რჩება.

შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ამგვარი შეზღუდვები სახელმწიფომ შეიძლება დაადგინოს მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ისინი გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. ამასთან, შემზღუდავი ზომები და ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის მკაცრ სტანდარტს.

არსებული გლობალური საფრთხის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების, კერძოდ, კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლების დროებითი შეზღუდვა.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომლის განუხრელი დაცვის გარეშე, წარმოუდგენელია დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მიერ უფლების შეზღუდვისათვის გამოყენებული ზომები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშირისო სტანდარტებს.

რამდენადაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის დროს დაუშვებელია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული ეპიდემიური სიტუაციის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და შეკრებების მაქსიმალური შეზღუდვა, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების დაცვით და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით დროებით შეზღუდოს საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი რელიგიისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის მიმართ.

იმისათვის, რომ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა აკმაყოფილებდეს შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებული ზომები და გატარებული ღონისძიებები გათვალისწინებული იყოს კანონით, ემსახურებოდეს სხვების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს და აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა დ პროპორციულობის მკაცრ კრიტერიუმებს. ამისათვის:

საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით[2] დადგენილი პირობების დაცვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით[3] გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილმა უწყებამ, განსაზღვრული მოქმედების პერიოდით, გამოსცეს სათანადო კანონქვემდებარე აქტი;
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანოს ცვლილებები და დამატებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში;
აღნიშნული დროებითი ღონისძიებების დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე საზოგადოებისთვის გააკეთოს ნათელი და თანმიმდევრული განცხადებები.

 

გარდა ამისა, მივმართავთ სახელმწიფოს:

მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს რელიგიურ გაერთიანებებს, რათა დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მათ მაქსიმალურად ეფექტურად შეძლონ საკუთარი რელიგიური საქმიანობის განხორციელება და საზოგადოებასთან ურთიერთობა. 

ასევე, მივმართავთ რელიგიურ ორგანიზაციებს:

საკუთარი მაღალი სოციალური ავტორიტეტისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა საზოგადოებაში წახალისდეს სახელმწიფოს მიერ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

 

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები: 

  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) 
  • კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
  • ჩართულობის და განვითარების ცენტრი (CPD)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 
  • საფარი
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF) 

იურისტები:

  • არჩილ მეტრეველი
  • გიორგი ნონიაშვილი
  • ალიკა კუპრავა 
  • მიხეილ შარაშიძე

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ICCPR General Comment No. 22: Article 18 (Freedom of Thought, Conscience or Religion). § 1.

[2] მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება - 2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

[3] მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ პუნქტები: “საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას; [..] გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;”

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“