საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უკვე წლებია, მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, პროფესიული კავშირები და თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მძიმე სამუშაო პირობების, არასათანადო ანაზღაურებისა და სოციალური დაცვის მექანიზმების შესახებ საუბრობენ.
EMC-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში სამ ინდუსტრიულ ზონაში (ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული) დასაქმებული ადამიანები თავად საუბრობენ შრომით პრობლემებზე, მუშებისადმი ადმინისტრაციის დამოკიდებულებასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე.
ვიდეო მომზადებულია პროექტ „ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად" ფარგლებში, რომელსაც EMC, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად ახორციელებს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით.
ინსტრუქცია