[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / თარგმანი

მაიკლ ჰარდტი - აფექტური შრომა

EMC გთავაზობთ თარგმანს კრებულიდან -"სოციალური კვლავწარმოება, ქალთა შრომა და შინშრომა".

თარგმანი: მარიამ ქაჯაია

"დღეს აფექტური შრომის ასეთი გაგება კაპიტალისტურ ეკონომიკაში აფექტური შრომის როლის შეცვლის კონტექსტში უნდა განთავსდეს. ამ სტატიის მთავარი აზრიც ეს არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ აფექტური შრომა მთლიანად არასოდეს ყოფილა კაპიტალისტური წარმოების მიღმა, ეკონომიკური პოსტმოდერნიზაციის პროცესმა, რომელიც ბოლო 25 წელია მიმდინარეობს, მას ის როლი არგუნა, რომელიც არა მხოლოდ პირდაპირ აწარმოებს კაპიტალს, არამედ შრომის ფორმების იერარქიის მწვერვალზე ათავსებს მას.
აფექტური შრომა ერთი სახეა იმისა, რასაც მე არამატერიალურ შრომას დავარქმევდი, და რომელმაც ძირითადი ადგილი დაიკავა გლობალურ კაპიტალისტურ ეკონომიკაში, შრომის სხვა ფორმებთან შედარებით. იმის თქმა, რომ კაპიტალმა მიიერთა და აამაღლა აფექტური შრომა და რომ კაპიტალის გადმოსახედიდან იგი ყველაზე მეტი ღირებულების მწარმოებელი შრომის ფორმა, არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარად დაბინძურებული, ანტიკაპიტალისტური პროექტებისთვის აღარ გამოდგება. ამის საწინააღმდეგოდ, კაპიტალისტური პოსტმოდერნიზაციის ჯაჭვში აფექტური შრომის როლის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაკავშირებლის გათვალისწინებით, ნგრევისა და ავტონომიური დაფუძნების მისეული პოტენციალი უფრო დიდია. ამ კონტექსტში, შეგვიძლია ვაღიაროთ შრომის ბიოპოლიტიკური პოტენციალი."

მაიკლ ჰარდტი_1613571238.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“