[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ინფოგრაფიკა

მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების ფარგლებში მინისტრთა კომიტეტს განახლებული ანგარიშით მივმართავთ

მაჩალიკაშვილის საქმე სამართალდამცავი უწყებების პრაქტიკაში არსებულ არაერთ სისტემურ პრობლემას ააშკარავებს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობას და მასზე დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების არარსებობას, ასევე პანკისის ხეობაში კონტროლსა და რეპრესიაზე დაფუძნებული მიდგომების მძიმე ადამიანურ და სოციალურ შედეგებს.

ამ ეტაპზე მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი უწევს ზედამხედველობას.

პროცესის ფარგლებში, მომავალში უფლების დარღვევის სისტემური პრევენციის მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კომიტეტს რეკომენდაციები წარუდგინა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე მნიშვნელოვან რეფორმებს ჩაუყრის საფუძველს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“