[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა / კვლევა

სახალხო დამცველი, როგორც თანასწორობის მექანიზმი

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  130

გამოცემის წელი:  2017

მკვლევრები: 

სახალხო_დამცველი_როგორც_თანასწორობის_მექანიზმი.pdf

დოკუმენტის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე სახალხო დამცველის, როგორც სამართლებრივი დაცვის საშუალების მანდატისა და კომპეტენციების ეფექტიანობის შეფასება და მისი გაძლიერებისა და საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის პოზიტიური რეკომენდაციების მომზადება. ანგარიშში აგრეთვე წარმოდგენილია დეტალური რეკომენდაციების პაკეტი ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სხვა რელევანტურ აქტებში საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე.

2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო და მის მიღებას პოლიტიკური მნიშვნელობა ქონდა. ამ კონტექსტში, კანონის მიმართ კლერიკალური და პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებული წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა კანონი მიიღო.

თუმცა, კანონის ზოგადი პოზიტიური მნიშვნელობის მიუხედავად, კრიტიკას იწვევს კანონით გათვალისწინებული თანასწორობის მექანიზმების ეფექტიანობის საკითხი. საკანონმდებლო ცვლილებებმა ძირითად თანასწორობის მექანიზმად სასამართლო დასახა, რომელსაც დისკრიმინაციის მსხვერპლისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის შეწყვეტისა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის კომპეტენცია და საქმის განხილვის სპეციალური პროცედურები მისცა, სახალხო დამცველს კი დისკრიმინაციის ინდივიდუალური საქმეების განხილვისა და რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება მიანიჭა, რომელიც აღსრულების სუსტი მექანიზმებით არის უზრუნველყოფილი.

იმ მოცემულობაში, როდესაც სასამართლო სისტემა საკმარისად მზად არ არის დისკრიმინაციის საქმეების განსახილველად, ცოდნის, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებისა და სენსიტიურობის პრობლემის გამო, სახალხო დამცველის მანდატისა და როლის გაძლიერება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებითია.

ამ პირობებში მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომელიც კანონში არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს და სახალხო დამცველს აღსრულების ეფექტიან ინსტრუმენტებს გადასცემს.

ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც უთითებენ. თუმცა, ხელისუფლების არა ერთი დაპირების მიუხედავად, კანონში ცვლილებები ამ დრომდე არ არის შეტანილი, რაც პოლიტიკური ნების არარსებობითა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსერვატიული ჯგუფების წინააღმდეგობისა და პროცესის პოლიტიზირების შიშით შეიძლება აიხსნას.

სახალხო_დამცველი_როგორც_თანასწორობის_მექანიზმი.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“