საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 77
გამოცემის წელი: 2016
მკვლევრები: 
საქართველოს კანონმდებლობამ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (შემდგომში-სოგი) საფუძვლეზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებითი ცვლილებები განიცადა, რომელიც გამოიხატა, როგორც ახალი ნორმატიული აქტების მიღებაში, ასევე უკვე არსებულ საკანონმდებლო ბაზაში დამატებითი ნორმებისა და შესწორებების ინკორპორირებაში. მიღებული იქნა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელმაც საკანონმდებლო გარანტიების იმპლემენტაციის კონკრეტული მექანიზმები გაითვალისწინა.
დადგენილი საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, რომელთა მიღება ძირითადად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას უკავშირდებოდა, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა და ისინი სისტემური ხასიათის ძალადობას, დისკრიმინაციასა და შევიწროებას განიცდიან. ლგბტი საკითხების პოლიტიზირების ტენდენცია და ჰომოფობიური დისკურსის გაძლიერება საზოგადოებაში თემის ჩაგვრასა და მარგინალიზაციასა აძლიერებს და გავლენას ახდენს ლგბტი უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკის ეფექტურობაზე. სხვადასხვა სოციალური, რელიგიური და პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარმოებული ჰომოფობიური დღის წესრიგის საპირისპიროდ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სეკულარული, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას და ხშირად ღია ლოიალობას იჩენს დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და დისკურსის მიმართ.
სახელმძღვანელოს მიზანია ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო პოლიტიკის ყოვლისმომცველი აღწერა და დოკუმენტირება. დოკუმენტი მიმოიხილავს ლგბტი პირთა მდგომარეობას თითოეულ უფლებასთან მიმართებით, გამოყოფს საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და უფლებრივ დონეზე არსებულ სისტემურ ხარვეზებს და შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს რელევანტური სახელმწიფო უწყებებისადმი.
ინსტრუქცია