[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

კოალიციის კიდევ ერთი შეფასება პროკურატურის კანონში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით

2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელისუფლება პროკურატურის სისტემის რეფორმას უწოდებს. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის არაერთხელ გამოეხმაურა აღნიშნულ პროცესს და საჯაროდ წარადგინა დასკვნები კანონპროექტზე. კოალიცია აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის და მისი განთავისუფლების ახალი წესის დადგენა არ არის საკმარისი პროკურატურის სისტემის რეფორმირებისათვის და შესაბამისად, მიმდინარე პროცესს ვერ ვუწოდებთ პროკურატურის სისტემის რეფორმას. ასევე, კოალიციამ უარყოფითად შეაფასა კანონპროექტის პირვანდელი ვერსია, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დეპოლიტიზირებას. მოგვიანებით, იმავე შინაარსის დასკვნა შეიმუშავა ვენეციის კომისიამ, სადაც აღინიშნა, რომ მართალია პროკურატურის რეფორმირების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის სრულ დეპოლიტიზირებას. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ნებისა და მზადყოფნის არარსებობა.

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებულ ვერსიასთან დაკავშირებით კოალიციას სურს კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ მიუხედავად მასში განხორციელებული რამდენიმე პოზიტიური ცვლილებისა, კანონპროექტით დასახული მიზანი - მოხდეს პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირება - მიუღწეველია, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად წარმოდგენილი ცვლილებები არის ფრაგმენტული ხასიათის და ისინი არ ეხება ისეთ ძირეულ პრინციპებს, რამაც მომავალში უნდა უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური დამოუკიდებლობა. კერძოდ:

  1. როგორც ვენეციის კომისიის დასკვნით, ისე კოალიციის შეფასებით, მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცესის დეპოლიტიზირებისთვის საჭირო იყო იმგვარი პროცედურის დაწესება, რომელიც გამორიცხავდა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალისათვის მისაღები კანდიდატის დანიშვნის შესაძლებლობას. ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანონი უნდა ადგენდეს იმგვარ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს მთავარი პროკურორის დანიშვნას პროფესიული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, პროფესიული წრეების და საზოგადოების წარმომადგენელთა კონსენსუსით.

მიღებული კანონპროექტით მთავარი პროკურორის კანდიდატის საბოლოოდ დამტკიცება პარლამენტის მიერ ხდება უბრალო უმრავლესობით, რისთვისაც საკმარისია მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა. აღნიშნულს არც საპროკურორო საბჭოში კანდიდატის შერჩევის წესი აბალანსებს, ვინაიდან კანონპროექტი უშვებს შესაძლებლობას საპროკურორო საბჭოში შეირჩეს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალისათვის მისაღები კანდიდატი.

  1. კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი კვლავ რჩება საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელად, ინარჩუნებს მთავარი პროკურორის კანდიდატების ერთპიროვნულად ნომინირების უფლებამოსილებას და აგრეთვე გააჩნია მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები საპროკურორო საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
  1. კანონპროექტით არ არის დადგენილი ცხადი საკვალიფიკაციო/პროფესიული კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რის გამოც საპროკურორო საბჭო რჩება შეზღუდული იუსტიციის მინისტრის ერთპიროვნული არჩევანით. მართალია, კანონპროექტის განახლებული რედაქცია ადგენს კანდიდატისთვის მინიმალურ საკვალიფიკაციო და პროფესიულ გამოცდილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმები არ არის საკმარისი კანდიდატის პროფესიული ნიშნით შესარჩევად, პროფესიული შერჩევის არარსებობის პირობებში იზრდება იუსტიციის მინისტრის მიერ კანდიდატის პირველადი ნომინირებისას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების რისკები.
  1. კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში ასახულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ იუსტიციის მინისტრს ჰქონდეს ვალდებულება, საბჭოს წარუდგინოს არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატი. თუმცა, აღნიშნული რეკომენდაცია საჭიროებდა არა ფრაგმენტულად, არამედ სხვა რეკომენდაციებთან ერთად გათვალისწინებას. ნაცვლად ცხადი და ობიექტური კრიტერიუმების დადგენისა, იუსტიციის მინისტრს განესაზღვრა ვალდებულება, კანდიდატები წარადგინოს საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად, თუმცა არაა დაკონკრეტებული, რა წესით და პროცედურებით მიმდინარეობს საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაცია, მხოლოდ კონსულტაციის დროს ამ სუბიექტების მიერ შეთავაზებული კანდიდატების წარდგენა შეუძლია მინისტრს თუ გარეშე პირებისაც, აგრეთვე, რა შინაარსის უნდა იყოს კანდიდატების წარდგინების დასაბუთება, რა გარემოებებზე უნდა მახვილდებოდეს მასში ყურადღება და ა.შ. ამასთან, ცხადი და ობიექტური კრიტერიუმების არსებობა აუცილებელია იმის მიუხედავად, იარსებებს თუ არა მინისტრის მიერ კონსულტაციების გავლის თუ მინისტრის არჩევანის დასაბუთების ვალდებულება, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როცა მინისტრი ერთპიროვნულად რჩება უფლებამოსილი, მოახდინოს კანდიდატის პირველადი ნომინირება.
  1. მთავარი პროკურორის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე განთავისუფლების მარეგულირებელი წესები. კანონპროექტის განახლებულ რედაქციაში კვლავ რჩება ისეთი სისტემური პრობლემები, როგორიცაა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების ზედმეტად პოლიტიზირებული პროცედურები, აღნიშნულ პროცედურაში მონაწილე დროებითი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის ხარვეზიანი მექანიზმები, მის მიერ საქმის წარმოების ბუნდოვანი ბუნება, მთავარი პროკურორის არასაკმარისი სამართლებრივი გარანტიებით აღჭურვა და მთლიანი პროცესიდან სასამართლოს ჩართულობის გამორიცხვა. აგრეთვე ბუნდოვანია მთავარი პროკურორის დისციპლინირების პროცედურები. აღნიშნული საკითხების უფრო დეტალური შეფასება მოცემულია კოალიციის საჯარო განცხადებაში.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მომავალშიც დააკვირდება მთავარი პროკურორის ახალი წესით შერჩევა/დანიშვნის პროცესს, კანონის ამოქმედების შემდეგ შეაფასებს ახალი წესით საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებისა და პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესს და საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ დასკვნას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“