[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სხვა / განცხადება

კოალიციის განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე

კოალიციადამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვისეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის დარღვევით მიმდინარეობასა და ინსპექტორის სამსახურის ფინანსური გარანტიებით უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობას.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 17 მაისს გამოაცხადა. საკონკურსო კომისიაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობდნენ, კოალიციის წევრი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსი სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს.

კერძოდ, შესარჩევი კომისიის მიერ გასაუბრებაზე (კონკურსის მეორე ეტაპზე) დაბარებული 7 განმცხადებლიდან მხოლოდ 1 აკმაყოფილებს კომისიის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს - მხოლოდ ამ უკანასკნელმა წარმოადგინა სავალდებულო სამოტივაციო წერილი სრულად. თუმცა, 2019 წლის 1 ივნისს, შაბათს, კომისია გაესაუბრა დაბარებული 7-იდან გამოცხადებულ 5 განმცხადებელს. შედეგად შეირჩა 2 კანდიდატურა პრემიერ-მინისტრისათვის წარსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ მათგან 1-მა ვერ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი. 2-ვე კანდიდატურა, 2019 წლის 3 ივნისს, ორშაბათს, განსახილველად წარედგინა საქართველოს პარლამენტს (სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის პროცედურა ილუსტრირებულია თანდართულ გრაფიკაზე):

  • „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნით, კომისიამ პრემიერ-მინისტრს უნდა წარუდგინოს ინსპექტორის არანაკლებ 2 კანდიდატურა;
  • შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ 1 კანდიდატურა აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი, რის თავიდან არიდების მიზნით, კომისიამ მეორე ეტაპზე დაუშვა ის განმცხადებლებიც, რომლებმაც ვერ გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი.

ამდენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კენჭისყრაში მონაწილე საკონკურსო კომისიის წევრების ამგვარი გადაწყვეტილება განპირობებულია წინასწარ განსაზღვრული კანდიდატურის სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მოტივით.

გარდა ამისა, საუბარია კომისიის წევრებთან კომუნიკაციისა და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ დარღვევებზეც.

კოალიცია უარყოფითად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის პროცედურებში არსებულ დარღვევებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, კანონმდებლობის დარღვევით კონკურსის ჩატარება ეჭვქვეშ აყენებს ინსპექტორის შემდგომი საქმიანობის ლეგიტიმურობას.

ზემოხსენებული ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საჯარო ტრიბუნიდან 29 მაისს გაკეთებული განცხადების ფონზე. კერძოდ, მთავრობამ არ გამოყო სამსახურის ასამუშავებლად საჭირო ფინანსურ სახსრები; აღსანიშნავია, რომ ფინანსური გარანტიების არარსებობის გამო, სამსახურის ამოქმედება უკვე 2-ჯერ გადაიდო. მეტიც, თამარ ქალდანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დრომდე არ არის განსაზღვრული იმ დანაყოფის საშტატო ნუსხა, რომელმაც 1 ივლისიდან უნდა შეასრულოს საგამოძიებო ფუნქციები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (რომლის შეზღუდული საგამოძიებო უფლებამოსილება უნდა გავრცელდეს სამართალდამცავთა გარკვეული წრის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე) დროულად ამოქმედების კრიტიკული საჭიროება დასტურდება უკანასკნელი წლების სტატისტიკითაც - თითქმის ყველა შემთხვევაში სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს.

აქედან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:

  • საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს კონკურსის წესების დარღვევით შერჩეულ კანდიდატებს;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადოს ახალი კონკურსი;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დროულად მიეწოდოს სათანადო ფინანსური სახსრები, რათა 2019 წლის 1 ივლისს საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას საფრთხე არ დაემუქროს.


დანართი:

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“