საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ფორმატი დატოვა, რადგან ის არ ემსახურება რეალურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა და პროცესის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარმართვა უნდა უზრუნველყოს. სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ არაორაზროვნად გამოვლენილი პოზიციით ცხადი გახდა, რომ ის არ აპირებს იმ ტიპის კანონპროექტის შექმნას, რომელიც სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ერთპიროვნულ ნომინირებას გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარის ეს პოზიცია ცხადად ადასტურებს მისი და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის შეთანხმებულ მოქმედებას, შესაბამისად, ამგვარ ფორმატში კოალიციის მუშაობის გაგრძელება აზრს მოკლებულია.
უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და მართლმსაჯულების სისტემაში მისი როლის გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები შეირჩნენ ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და ხანგრძლივი და გამჭვირვალე პროცედურების შედეგად.
სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კოალიციის მიერ სამუშაო ჯგუფისათვის წერილობით იქნა წარდგენილ საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც ძირითადად თანხვედრაშია აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ წარდგენილ მოსაზრებებთან.
ამავდროულად კოალიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ცალკეული დებულებების დეტალურ განხილვამდე, არსებითად მნიშვნელოვანია პრინციპული შეთანხმება იქნეს მიღწეული 5 ძირითად საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:
სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოხატული პოზიცია ცხადყოფს, რომ ის ფაქტობრივად ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ საკვანძო საკითხებს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია რეალური საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად და ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების ობიექტური და ღია პროცესის უზრუნველსაყოფად. პარლამენტის თავმჯდომარეს პრინციპული პოზიცია აქვს კენჭისყრასთან დაკავშირებით და მის მიერ შემოთავაზებული ფორმულა სასამართლოში გაბატონებულ კლანს აძლევს სრულ შესაძლებლობას საბჭოს სახელით თავად გადაწყვიტოს კონკრეტული კანდიდატების ნომინირების საკითხი. აღნიშნული პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის უპირობო მხარდაჭერას კლანისადმი.
შექმნილ ვითარებაში, როდესაც სამუშაო ჯგუფს აქვს ფორმალური ხასიათი და იგი მხოლოდ კლანისათვის ხელსაყრელი კანონმდებლობის შექმნის პროცესის ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს, კოალიცია უარს აცხადებს ამ სამუშაო ჯგუფში მუშაობის გაგრძელებაზე.
ინსტრუქცია