[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

კოალიციამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ე.წ. ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების ღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.

კომიტეტი ამჟამად ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული, 6 გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს(ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეები). მათ შორის არის ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიც არის გირგვლიანისა და ენუქიძის საქმე.

თითოეული გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მთავრობის მიერ კონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის ხელყოფის შემთხვევებს. მიუხედავად ფაქტობრივ გარემოებებში არსებული განსხვავებებისა, ყველა საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ აწარმოა ეფექტური გამოძიება. კერძოდ, სასამართლოსთვის პრობლემური იყო როგორც საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ასევე გამოძიების საფუძვლიანობა და დროულობა.

მიღებული გადაწყვეტილებების დროული აღსრულების, მიზნით მინისტრთა კომიტეტმა რამდენჯერმე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საგამოძიებო ორგანოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნას.

საქართველოში წლების განმავლობაში პრობლემად რჩება, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტური გამოძიების წარმოება. დამნაშავეთა იდენტიფიცირების ნაკლებობამ და დაუსჯელობამ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სისტემურ პრაქტიკად ჩამოაყალიბა, რაც დღემდე გრძელდება. კოალიციამ მინისტრთა კომიტეტს გააცნო გამოძიების სისტემურ ხარვეზებთან დაკავშირებით არსებული, როგორც საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები.

აღნიშნული პრობლემების გათვალისიწნებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების უცვლელ მოთხოვნად რჩება. საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებით აღჭურვილი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე, სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ეფექტური გამოძიების ყველა კრიტერიუმს და შესაბამისად წარმოადგენს უალტერნატივო პირობას არსებული გადაწყვეტილებების სრულად და კეთილსინდისიერად აღსრულების კუთხით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“