[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ლგბტი უფლებები / განცხადება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ პარლამენტის და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ ლგბტ უფლებების არაღიარების პრობლემას ეხმიანება

 

„კოალიცია თანასწორობისთვის“ კრიტიკულად აფასებს 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორის დღის (IDAHOT) აღნიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მიერ გაკეთებულ განცხადებას.[1]

სოფო კილაძის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აპირებს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა მის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში არის გათვალისწინებული. კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ ადამიანების უფლებების არაღიარების და იგნორირების პრაქტიკის გაგრძელებაა. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების ჩაგვრისა და გარიყვის ხელშეწყობა და მისი მანდატის ფარგლებში განახორციელოს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკა.  

საქართველოს პარლამენტის მანდატი არსებითად არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკასთან.  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პარლამენტის სწორედ ის სივრცეა, რომელსაც განსაკუთრებული ხედვა და მგრძნობელობა უნდა გააჩნდეს ადამიანების და სოციალური ჯგუფების თანასწორობის იდეის მიმართ. კომიტეტის საქმიანობის ოფიციალური მიზნები  პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობისა და საზოგადოებაში უმცირესობების წარმომადგენელთა სრულყოფილი ინტეგრაციის საკითხებს.[2]

ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პოლიტიკაში საქართველოს პარლამენტის კრიტიკული როლის მიუხედავად, ხშირად სწორედ პარლამენტი ხდება ის სივრცე, სადაც მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები და წინასწარგანწყობები ყველაზე მწვავედ მჟღავნდება. საქართველოს პარლამენტის მხრიდან კონკრეტული სოციალური ჯგუფების მარგინალიზებისა და უგულებელყოფის პრაქტიკა ყველაზე ღიად ლგბტ ადამიანების მიმართ ჩანს. სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო ჯგუფების მხრიდან ლგბტ ადამიანების განგრძობითი ძალადობის, შევიწროებისა და ჩაგვრის პრაქტიკების მიუხედავად,  საქართველოს პარლამენტს არაერთხელ დაუფიქსირებია ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ნეგატიური, გულგრილი ან ღიად ჰომოფობიური დამოკიდებულებები, რაც მიუთითებს პოლიტიკური პარტიების ცოდნის, სენსიტიურობის ნაკლებობისა და საკუთარი საჯარო ვალდებულებების გაუაზრებლობის პრობლემაზე.[3]

ჯერ კიდევ 2013 წლის 17 მაისს კონტრდემონსტრანტების მიერ IDAHOT დღის აღსანიშნად  მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების  მასობრივი ძალადობრივი დარბევის შეფასებისას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ძალადობრივი ქმედების პროვოცირებაში ლგბტ ჯგუფის წევრები დაადანაშაულა. ამით ბრალი მთლიანად ჩაგრულ ჯგუფზე გადაიტანა და მათი მოთხოვნების ლეგიტიმურობის უარყოფა და ჯგუფის დეჰუმანიზება მოახდინა.[4]

საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, პრობლემური განცხადებები ასევე კეთდებოდა 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის განხილვების პერიოდშიც. ამ დროსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ვერ იჩენდა საკმარის ღირებულებით სიმტკიცეს დაეცვა ლგბტ ჯგუფის უფლებები და საჯარო განცხადებებით პირდაპირ ავლენდა არასეკულარულ მიდგომებს.[5]

კრიტიკულად უნდა აღინიშნოს, საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ ჯგუფის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრობლემაც. 2016-2017 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ რამდენჯერმე, წინასაარჩევნოდ, მოხდა ცვლილების ინიცირება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის (მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა და ნებაყოფლობა) გაუმართლებელ შეზღუდვას აწესებდა. ცვლილების ინიცირება ხდებოდა იმის მიუხედავად, რომ  პარლამენტი მისი სამართლებრივი აუცილებლობის დასაბუთებას ვერ ახდენდა და მას მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით ხსნიდა[6], რასაც თან ერთვოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო დაპირებაც აღნიშნული ცვლილების „აუცილებელი“ განხორციელების შესახებ[7], რის შედეგადაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის 30-ე მუხლში ზემოაღნიშნული ცვლილება შევიდა.

საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში ასევე, არაერთხელ დაფიქსირდა საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან ლგბტ ჯგუფის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიების ფაქტები. მათ შორისაა, ორგანიზაცია „იდენტობას“ მიერ ქუთაისში პარლამენტის წინა გამართული აქციის საპასუხოდ, დეპუტატების მხრიდან დამამცირებელი შინაარსის შემცველი საჯარო განცხადებები.[8]

საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ ჯგუფის წინაშე არსებული გამოწვევების იგნორირების პოლიტიკას ასევე ცხადყოფს პარლამენტის გენდერული საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შინაარსიც, სადაც საბჭო გენდერულ თანასწორობის საკითხზე მსჯელობისას, გენდერული პოლიტიკის შეზღუდულ, ვიწრო მიდგომას ავითარებს. იგი  არ ითვალისწინებს იმ სპეციალურ საჭიროებებსა და წუხილებს, რომელიც სხავდასხვა ქალთა ჯგუფებს (მათ შორის, ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ქალებს, ლბტ ქალებს) შეიძლება გააჩნდეთ. 

ვინაიდან პარლამენტი წარმოადგენს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მექანიზმს, კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობისაა, რომ მას ფუნდამენტურად გააზრებული ჰქონდეს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის პრინციპი, უმცირესობათა უფლებების მიმართ არსებული სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური გამოწვევების მნიშვნელობა, რათა ეფექტურად შეძლოს კონკრეტული სამთავრობო უწყებების მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება და ამ მხრივ, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განსაზღვრა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და უფრო ფართოდ პარლამენტის მიერ ჰომოფობიური განცხადებები და ინიციატივები, ასევე ლგბტ ადამიანების არაღიარებისა და იგნორირების პოლიტიკა წინაღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან და იგი ეროვნული და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული ფუდამენტური პრინციპების უგულვებელყოფაა. სახელმწიფოს  მიერ ლგბტ უფლებების არაღიარების  ან ზოგიერთ შემთხვევაში ჰომოფობიური პოლიტიკა  კიდევ უფრო აღრმავებს ლგბტ ადამიანების მარგინალიზაციას და ხელს უწყობს ძალადობრივი და დისკრიმინაციული პრაქტიკების გაძლიერებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტს:

  • მუდმივად და განუხრელად იზრუნოს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დემოკრატიული, ადამიანის უფლებების და თანასწორობის პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობისა და საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სრულყოფილი ინკლუზიის პროცესში;
  • აღიაროს ლგბტ ადამიანების სტრუქტურული ჩაგვრის პრობლემა და შეიმუშავოს აღნიშნული ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული და უთანასწორო გარემოს აღმოფხვრაზე ორიენტირებული საჯარო პოლიტიკა;
  • საჯარო განცხადებებში განუხრელად დაიცვას თანასწორობის ღირებულებები და არ დაუშვას ლგბტ ადამიანთა მიმართ არსებული ჩაგვრის ფორმების პირდაპირი თუ ირიბი გამართლება;
  • მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკისა და ქცევის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად, სიძულვილის ენის რეგულირების კუთხით.

 

a-gamotsvevebi#2 ასევე, იხ, „ფოფხაძე: მე ახლა დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია“, http://netgazeti.ge/news/31018/

[6] მათ შორის, ანტირუსული ჯგუფების მხრიდან ლგბტქი საკითხების ინსტრუმენტალიზების შემცირება, ოკუპირებული რეგიონებისთვის პოლიტიკური გზავნილის გაგზავნა, რომ ხელისუფლება ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.

[7]კვირიკაშვილი: არჩევნების შემდეგ ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებას ‘აუცილებლად განვახორციელებთ’, იხ: https://old.civil.ge/geo/article.php?id=30563

[8] მეჭიაურის და ნიშნიანიძის ჰომოფობიური განცხადებები, იხ: http://netgazeti.ge/news/102592/

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] იხ: http://liberali.ge/news/view/36214/audioar-aghvnishnavt-chveni-nebaa--adamianis-uflebata-komitetma-17-maisis-aghnishvna-gadaifiqra

[2] იხ: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/adamianis-uflebata-dacvisa-da-samoqalaqo-integraciis-komiteti/komitetis-shesaxeb

[3] ე. აღდგომელაშვილი, „ჰომოფობიური სიძლვილის ენა და რეგულაციის მექანიზმები“,  © ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, 2012

[4] პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა 17 მაისზე. ნეტგაზეთი. 23.07.19. http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/21817/

[5] TI, “ანტიდისკრიმინაციული კანონი: მიღწევები და გამოწვევები”, 17 ივნისი, 2014, თავი 2, იხ: http://www.transparency.ge/ge/blog/antidiskriminatsiuli-kanoni-mightsevebi-d

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“