[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ლგბტი უფლებები / განცხადება

“კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება თბილისში ტრანსგენდერ ქალებზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს

2022 წლის 29 მაისს, ღამის საათებში ტრანსგენდერი ქალი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაღაზიაში იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგაც სამმა უცნობმა პირმა ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ერთი მათგანი ელექტრო სკუტერით (ე.წ. “სქროლი”) დაეჯახა. ტრანსგენდერი ქალი თავდამსხმელებს გამოერიდა და საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა. რამდენიმე წუთის შემდეგ სახლთან შეიკრიბა 20-მდე უცნობი პირი, რომლებმაც შენობის მიმართულებით სხვადასხვა ნივთის (ძირითადად, ქვა) სროლა დაიწყეს. თავდამსხმელები სახლში მყოფ ხუთ ტრანსგენდერ ქალს, ისევე როგორც სახლის მეპატრონე ხანდაზმულ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემურებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან განარიდა, თუმცა არ დაუკავებია. ასევე, მყისიერად არ მომხდარა საგამოძიებო მოქმედებების (გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სხვა) ჩატარება. საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ მედიის მიერ საქმის გაშუქებისა და უფლებადამცველების ჩართვის შემდეგ დაიგეგმა და ამ დრომდე გრძელდება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. გამოძიების პროცესში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი გამოიკვეთა, თუმცა ამ დროისთვის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი. საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება დანაშაულის მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირების მიზნით.

სამწუხაროდ, სათემო ორგანიზაციების პრაქტიკა ბოლო დროს ლგბტქი ადამიანების მიმართ სხვადასხვა ფორმის ძალადობის გაძლიერების ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ნათლად მიუთითებს ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკის სისუსტეზე. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის ერთიანი და ქმედითი პოლიტიკა. ბოლო წლებში გატარებული პოზიტიური ცვლილებები სამართალდამცავ სისტემებში ძირითადად ინდივიდუალურ საქმეებზე, პოსტ-ფაქტუმ რეაგიების შედეგებით შემოიფარგლება, ზოგჯერ კი ეს რეაგირებაც შერჩევით და არათანმიმდევრულ ფორმებს იღებს. ამ კუთხით განსაკუთრებით თვალშისაცემია ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე ძალადობის ფაქტებზე აშკარად არაეფექტიანი რეაგირებისა და ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეწყნარების პრობლემა. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკაში კვლავ სუსტი რჩება მსხვერპლის სამართლებრივ და ფსიქო-სოციალურ დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული მიდგომები და მგრძნობელობა.

ლგბტქი ადამიანების მიმართ განხორციელებულ სისტემური ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი გულგრილობა და ძალადობრივი ჯგუფების დემონსტრაციული დაუსჯელობა კიდევ უფრო მეტად აღრმავებს თემის წევრების ჩაგვრას და ინსტიტუციებისადმი უნდობლობას.

მოვუწოდებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას:

  • ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის ფაქტი, მათ შორის, მყისიერად მოახდინოს თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება და ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება;

  • უზრუნველყოს მსხვერპლი ქალების უსაფრთხოება და დაიცვას პოტენციური ძალადობისგან;

  • გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა ამგვარი დანაშაულის ეფექტიანი და სისტემური პრევენციის მიმართულებით;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

  • შეიმუშაოს ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც გულისხმობს როგორც სტრუქტურული პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ისე ამგვარი დანაშაულის მსხვერპლთათვის მხარდაჭერი სერვისების შექმნას;

  • უზრუნველყოს ლგბტქი ადამიანებისა და თანასწორობის საკითხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;

  • შეიმუშაოს ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავების სტრატეგია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“