[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა / განცხადება

კოალიცია თანასწორობისათვის - მემორანდუმი სახალხო დამცველთან

[gallery type="slideshow" ids="2622,2624,2625,2626,2627,2628,2629,2630,2631,2632,2633,2634,2635,2636,2637,2638,2639,2623"]

16 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა და ახლადდაფუძნებულმა "კოალიციამ თანასწორობისთვის" ხელი მოაწერეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთად შეეცდებიან ხელი შეუწყონ "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებას, სახალხო დამცველის როლის გაძლიერებას და სასამართლო პრაქტიკის განვითარებას იმისათვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებები დაცული იქნას.

'კოალიცია თანასწორობისათვის' ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგია.

კოალიციის წევრები არიან:'ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საფარი," "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "იდენტობა".

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“