საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
(განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ)
კოალიცია თანასწორობისთვის მხარს უჭერს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში, სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების ეფექტურობის გაზრდას. კოალიცია აქტიურად იყო ჩართული სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში და მისი მოსაზრებების ნაწილი ასახულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში.
პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დისკრიმინაციის საქმეებზე არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს ორი ძირითადი მიმართულებით აძლიერებს:
წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება დისკრიმინაციის საქმეებზე სასარჩელო ხანდაზმულობის არსებულ, არაგონივრულად მცირე ვადის (3 თვის) ერთ წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს და დროულად შეძლებს მათ მიღებას. მით უფრო, რომ კანონმდებლობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციები უკვე აქვს გაცემული ევროპულ კომისიას, საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მესამე შესრულების ანგარიშში.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფომ იფიქროს მოქმედი ანტიდისრკიმინაციული მექანიზმების ფუნდამენტურ გაძლიერებაზე და არ შემოიფარგლოს მხოლოდ წარდგენილი ცვლილებებით. ამისათვის, კოალიცია კიდევ ერთხელ მიუთითებს თავის ანგარიშში[1] გაწერილ რეკომენდაციებზე, და ხაზს უსვამს კანონმდებლობაში, შემდეგი საკითხების მოწესრიგების აუცილებლობას:
კოალიცია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო გაიზიარებს კოალიციის მიერ, დისკრიმინაციის საქმეების წარმოებითა და არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მომზადებულ რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს კანონში ადეკვატური ცვლილებების განხორციელებას.
[1] კოალიცია თანასწორობისთვის „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება, ერთი წლის შედეგები“, OSGF, 2015 წელი. იხ: http://www.osgf.ge/files/2015/Publication/EU-Geirgia%20Association%20/Report_210x270mm.pdf
ინსტრუქცია