[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებს

2023 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.[1] მმართველი პარტიის განმარტებით, დაინიცირებული ცვლილებები მიზნად ისახავდა ევროკომისიის მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მართლმსაჯულების ნაწილის  შესრულებას.[2] ვენეციის კომისიამ სისტემურად შეაფასა ის გამოწვევები რომლის წინაშეც სასამართლო დგას. კომისია მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტი არ არის ყოვლისმომცველი, იგი არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას ითვალისწინებს და არც ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს.[3]

დასკვნაში კომისია კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ საბჭოს მიმართ კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების შესახებ მუდმივი და ფართოდ გავრცელებული ბრალდებები აზიანებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას და ისინი ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა აღიქვას.[4] დოკუმენტში მითითებულია, რომ დაუშვებელია კორპორატივიზმი, რომელიც  მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ინტერესებს წაახალისებს მოსამართლეთა სხვა ჯგუფების საზიანოდ.[5] საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ დაზიანდება, თუ საბჭო აღიქმება ორგანოდ, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესების და კრონიზმის საფუძველზე.[6]

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წლებია საუბრობს სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციის მზარდი ტენდენციისა და სისტემის ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობაზე. კრიტიკისას მთავარი აქცენტი სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ კორპორატივიზმისა და კლანურობის მანკიერ პრაქტიკაზე კეთდება. ამის საპირისპიროდ, დაინიცირებული ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს სასამართლოს რეალური რეფორმის მზაობა და კვლავაც ფასადური ცვლილებების გატარებას ისახავს მიზნად.

მისასალმებელია, რომ ვენეციის კომისია იზიარებს სამოქალაქო სექტორის მიერ იდენტიფიცირებულ ძირითად გამოწვევებს. კერძოდ, ის აღნიშნავს რომ, ორი სხვადასხვა ჯგუფის მიერ დაკომპლექტებულ ორგანოში გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი მხოლოდ ერთი ჯგუფის ხელში არ უნდა იყოს,[7] ვინაიდან პლურალიზმის იდეა გულისხმობს არა მხოლოდ არამოსამართლე წევრების ყოფნას საბჭოში, არამედ იმას, რომ არამოსამართლე წევრებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეთ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მხოლოდ სრული შემადგენლობით დაკომპლექტება, არამედ არამოსამართლე წევრთა ეფექტური მონაწილეობის გარანტიების შექმნა საბჭოში.[8] გარდა ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ პარლამენტმა უნდა გადახედოს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესს და უზრუნველყოს დაბალანსებული სისტემა არამოსამართლე და მოსამართლე წევრებს შორის.[9]

ვენეციის კომისია დასკვნაში, აგრეთვე, კრიტიკულად აფასებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კვალიფიკაცია; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირება; მოსამართლეთა მივლინება; დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები; დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების პროცედურები და სხვა.

სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის დაინიცირებული ცვლილებები და შემოთავაზებული ხედვა მთლიანად უგულებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უმთავრეს პრობლემებს, ძალაუფლების კონცენტრაციას და არაფორმალურ, კლანურ გავლენებს. მეტიც, დოკუმენტში წინასწარ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშეა არაკონსტიტუციურად მიჩნეული ის მექანიზმები, (მაგალითად, ორმაგი 2/3 მესამედის პრინციპი, თავმჯდომარეების შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეების მიერ არჩევა), რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მეტად ინკლუზიური გახდებოდა და მასში თავმოყრილი ძალაუფლება განაწილდებოდა სასამართლო სისტემის სხვა რგოლებზე.

დღემდე არ არის საბჭოში დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი, რაც კიდევ უფრო ამცირებს აღნიშნული ორგანოს საქმიანობაზე გარე-კონტროლისა თუ გამჭვირვალობის შესაძლებლობას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამოსამართლე წევრებად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნა, რაც ორმაგი 2/3 ით გადაწყვეტილების მიღების წესთან ერთად, სასიკეთოდ შეცვლიდა საბჭოში არსებულ ძალთა ბალანს. ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროება განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე, უმნიშვნელოვანესი პროცესების გათვალისწინებით, რამდენადაც მართლმსაჯულების რეფორმა ამ პროცესის წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, აღიაროს სასამართლოში არსებული პრობლემები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დროულად დაიწყოს სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რაც რეალურად მოემსახურება ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] CDL-AD (2023)006-e, Georgia - Follow-up Opinion to four previous opinions concerning the Organic Law on Common Courts, (Venice, 10-11 March 2023), https://cutt.ly/x4xO9NR, განახლებულია:21.03.2023.

[2] ანრი ოხანაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, 2022 წლის 04 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Y4xOOtz, განახლებულია:21.03.2023.

[3] CDL-AD (2023)006-e, Georgia - Follow-up Opinion to four previous opinions concerning the Organic Law on Common Courts, პარა. 12. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/84zgMcd, განახლებულია, 20.03.2023.

[4] პარა. 15.

[5] პარა. 17.

[6] იქვე.

[7] პარა. 19-20.

[8] იქვე.

[9] CDL-AD (2023)006-e, Georgia - Follow-up Opinion to four previous opinions concerning the Organic Law on Common Courts, პარა. 20. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/84zgMcd, განახლებულია, 20.03.2023.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“