საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
13 ივნისს, კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.
კერძოდ, კოალიცია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს:
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა სრულად გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები, თავად პრეზიდენტის მოსაზრებებიც მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულყოფილად ასახავდა პრობლემურ საკითხებს, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
ხსენებულის გათვალისწინებით, კოალიციამ გადაწყვიტა, სარჩელით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოეთხოვა მითითებული საკითხების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას განამტკიცებს.
მიგვაჩნია, რომ, აუცილებელია, თავად სასამართლომ შეაფასოს შეესაბამება თუ არა ახალი რეგულაციები ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპებს.
ინსტრუქცია