[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს ხელისუფლებას მთავარი პროკურორის არჩევა ახალი, რეფორმირებული წესით მოხდეს

 

ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პროკურატურის და საგამოძიებო სისტემის მოქმედი მოდელი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ძირეულ რეფორმას საჭიროებს. არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის რეკომენდაციის მიუხედავად, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო საქართველოს პროკურატურის სრული დეპოლიტიზება და დამოუკიდებლობის გაზრდა, რაც შესაბამისად აისახება საზოგადოების ნდობაში ამ ინსტიტუციის მიმართ.

კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი და საპროკურორო საბჭოს მოწყობა მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური დაინტერესებისგან როგორც ინსტიტუციის, ასევე უშუალოდ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დაცვას. ჯერ კიდევ მოქმედი სისტემით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ დაქვემდებარებაში და იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ რჩება. შესაბამისად, მაღალია იუსტიციის მინისტრის როლი როგორც მთავარი პროკურორის შერჩევის, ისე საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელობის საქმეში.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, გადაწყვეტილებით, პარლამენტს ამ ეტაპზე ძირითადად მოქმედი მინისტრთა კაბინეტი წარედგინა დასამტკიცებლად[1], ხოლო მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებები მოგვიანებით იგეგმება. მათ შორის, თანამდებობა შეინარჩუნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. კოალიცია მიიჩნევს,  რომ მთავარი პროკურორის შესარჩევი პროცესის კვლავ თეა წულუკიანის მიერ წარმართვა არ იქნება თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. 2012 წლიდან დღემდე, თეა წულუკიანის მიერ დასახელებული არცერთი მთავარი პროკურორობის კანდიდატი - არჩილ კბილაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, ირაკლი შოთაძე - არ გამოირჩეოდა პოლიტიკური ნეიტრალობით, რაც მთავარი პროკურორის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ყოველივე ზემოთქმული გვიმყარებს რწმენას, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატურების შესარჩევი პროცესის ხელმძღვანელობა, ვერც ამჟამად  უპასუხებს მთავარი პროკურორის პოსტზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი მმართველის წარდგენას. გარდა ამისა,  ჯერ კიდევ 2015 წელს, ვენეციის კომისია აღნიშნავდა, მთავარი პროკურორის შერჩევის მოქმედ მოდელში პოლიტიკური ელემენტის დომინირებაზე და ხელისუფლებას იუსტიციის მინისტრის როლის და პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხის შემცირებაზე მიუთითებდა.[2]

არსებული სისტემის კრიტიკასთან ერთად გასათვალისიწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება,  პროკურატურა ყალიბდება სამთავრობო კაბინეტისგან, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებელ ორგანოდ. პროკურატურის  დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მოვალეობა იქნება. ნათელია, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების მომენტიდან, პროკურატურის საქმიანობის და გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში, პოლიტიკური მონაწილეობა არსებითად შემცირდება.

გასათვალისწინებელია, რომ თუ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედ წესში ახლა არ შევიდა სათანადო ცვლილებები, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დროს, თანამდებობაზე 6 წლის ვადით უკვე იქნება გამწესებული მთავარი პროკურორი, რომლის არჩევაც განხორციელდება არსებითად ხარვეზიანი წესით.

შესაბამისად, კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ  ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოქმედი მანკიერი წესით, აზრს მოკლებულია და დამაზიანებელი იქნება არსებითად ახალი პროკურატურის სისტემაზე გადასვლის პროცესისთვის. ამდენად, საჭიროა ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოხდეს რეფორმირებული, ახალ კონსტიტუციურ სტანდარტთან შესაბამისობაში მყოფი წესებით.

პროკურატურის მიმდინარე რეფორმა და ახალი გენერალური პროკურორის არჩევა იქნება განმსაზღვრელი, უახლოეს მომავალში პროკურატურა ჩამოყალიბდება აპოლიტიკურ, კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ ინსტიტუციად, თუ, პირიქით, რეფორმებს არ ექნება რეალური შედეგი და პროკურატურა კვლავ დარჩება პოლიტიკური ნების ამსრულებელ უწყებად, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია.

შესაბამისად, კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  • შეაჩეროს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი;
  • განხორციელდეს ძირეული ცვლილებები მთავარი პროკურორის შერჩევის წესში, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის შესაბამისობას პროკურატურის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს კონცეფციასთან;
  • აუცილებელია პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი. იგი არ უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, მას აღარ უნდა ჰქონდეს მთავარი პროკურორის კანდიდატების დასახელების უფლებამოსილება.

ამერიკის სავაჭრო პალატა არ არის განცხადების ხელმომწერი

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] თანამდებობები დატოვეს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

[2] http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2015)039-e

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“