საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ავტორი: დონა ჰარავეი
ირონიული ოცნება საერთო ენაზე, ინტეგრირებულ სქემაში მყოფ ქალთათვის
ეს თავი არის მცდელობა, ავაგოთ ირონიული პოლიტიკური მითი, რომელიც უერთგულებს ფემინიზმს, სოციალიზმსა და მატერიალიზმს. ის, ალბათ, მკრეხელობის მსგავსად, უფრო ერთგულიც კი იქნება, ვიდრე მოწიწებით თაყვანისცემა და იდენტიფიცირება. მკრეხელობას, როგორც წესი, ყოველთვის სერიოზულ მსჯელობა ესაჭიროებოდა. მე არ მეგულება უკეთესი პოზიცია, რომლის დაკავებაც ამერიკული ტრადიციის სეკულარულ-რელიგიური და ევანგელიკური პოლიტიკის, მათ შორის, სოციალისტ-ფემინისტური პოლიტიკების ფარგლებში, არის შესაძლებელი. მკრეხელობა შიგნიდან გვიცავს მორალური უმრავლესობისგან და ამავდროულად, დაბეჯითებით ამტკიცებს კომუნალურობის საჭიროებას. მკრეხელობა არ არის უარყოფა. ირონია დაკავშირებულია წინააღმდეგობებთან, რომლებიც უფრო დიდ მთელში არ გადაილახება, მათ შორის, არც დიალექტიკურად; იგი დაკავშირებულია შეუთავსებელ საგანთა შეერთების დაძაბულობასთან, რადგან ორივე ან ყველა ელემენტი აუცილებელი და ჭეშმარიტია. ირონია იუმორია და სერიოზული თამაში. ამასთნავე, ის რიტორიკული სტრატეგია და პოლიტიკური მეთოდია, რომლის მეტად დაფასებასაც ვისურვებდი სოციალისტური ფემინიზმის რიგებში. ჩემი ირონიული რწმენის, ჩემი მკრეხელობის ცენტრში კიბორგის ხატი ძევს.
თარგმანი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
თარგმანი მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ისმხარდაჭერით ხორციელდება
ინსტრუქცია