საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
განგრძობითი ოკუპაციის პირობებში ხშირად ირღვევა საქართველოს მოქალაქეების უფლებები.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მეტი ძალისხმევა გასწიოს უსაფრთხოების დაცვის და რისკების პრევენციის მიზნით.
საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის მიმართულებით 2016 წლიდან 2022 წლამდე 624 ადამიანი იყო დაკავებული, აფხაზეთის მიმართულებით კი - 337 ადამიანი.
ზოგჯერ უკანონო დაკავებების მასობრივ პრაქტიკას ცალკეული ადამიანების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვება ხოლმე.
ამგვარ უმძიმეს შემთხვევებს მიეკუთვნება 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული 2022 წლის რაოდენობრივი კვლევის შესაბამისად, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, ამავე სოფლების 39%-ში კი პოლიცია არ პატრულირებს.
სამწუხაროდ, სუსტია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების პრევენციის მიზნით.
ამ დრომდე, გამყოფი ხაზის სოფლებში არ ფუნქციონირებს ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და პრევენციული ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.
მოსახლეობის თქმით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ლომისას ტაძარიცაა, მათთვის ძალიან ძვირფასია, თუმცა ტაძრამდე მისასვლელი გზა ოკუპირებულია. სანახევროდ მიტაცებულია იქვე არსებული სოფლის სასაფლაოც. მიუხედავად ამისა, მკვიდრი მოსახლეობა, სიცოცხლის რისკის ფასად, მაინც ცდილობს წინაპრების საფლავებზე მისვლას და ეკლესიის მოლოცვას.
კირბალის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ სოფელში უსაფრთხოება დაცული არ არის. იმის გამო, რომ ამ სოფელში საოკუპაციო ხაზი ხილული არ არის, ამ სოფლიდან ხშირია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. ამის მიუხედავად, სოფელში არ არის განთავსებული ქართული პოლიციის განყოფილება და პოლიციის პატრულირებაც სოფელში რეგულარული არ არის.
ინსტრუქცია