[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების ლინგვისტურ საჭიროებებს კვლავ უგულებელყოფს

ჩვენი განცხადება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

02 თებერვალს, ქვემო ქართლში მომუშავე აზერბაიჯანულ ენოვანმა რეგიონალურმა მედია ორგანიზაციამ, interpress.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც მარნეულის მკვიდრი, მალიქ აღაევი აცხადებს, რომ მარნეულის იუსტიციის სახლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე არ ესაუბრებიან. მისი განმარტებით, ქართული ენის არ მცოდნე მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის საჯარო მოხელეები რუსულ ენას იყენებენ. აღაევის განცხადებით, მას იუსტიციის სახლში ეთნიკურად აზერბაიჯანელმა თანამშრომელმა განუცხადა, რომ აზერბაიჯანულ ენაზე საუბარი აკრძალული აქვთ.

უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ამგვარი პრაქტიკა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების სისტემური პრობლემაა. როგორც ქვემო ქართლში ასევე, სამცხე ჯავახეთში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, მრავალჯერ მოგვისმენია, რომ იუსტიციის სახლებში მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენაზე არ ემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა არსებობს ჯავახეთშიც. Jnews.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალქალაქში მოსახლეობას იუსტიციის სახლის ეთნიკურად სომეხ თანამშრომლებთან სომხურ ენაზე საუბრის უფლება არ აქვთ, რაც ხშირად იწვევს უთანხმოებას და გაუგებრობას მოსახლეობასა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შორის.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფოს მხრიდან უმცირესობების ენაზე სერვისების მიწოდების საკითხზე წლებია მუშაობს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საკითხი დავაყენოთ, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე. ამ მიზნით, ჩვენი ორგანიზაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ სასამართლოში იცავს ადგილობრივების ინტერესებს, რათა თვითმმართველმა ორგანოებმა საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობის პროცესში გამოიყენოს უმცირესობებისთვის გასაგები ენა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსგავს საქმეზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიწერილ განცხადებაზე უწყებამ გვაცნობა, რომ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში მომხმარებელთათვის თარგმნის სერვისი (მათ შორის არც აზერბაიჯანულ ენაზე) არ არსებობს (წერილი # 01/207762, 15.07.2019).

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოებისა და სერვისების მიწოდების პროცესიდან უმცირესობების ენის სრული გამორიცხვის პრაქტიკა პრობლემურია და გამრიყავია ეთნიკური უმცირესობებისთვის. მაშინ როცა სახელმწიფო უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს და ქართული ენის სწავლების მიმართულებით მნიშვნველოვანი სისტემური ჩავარდნებია, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველა საჯარო სერვისი და პროგრამა თარგმნოს მათთვის გასაგებ ენაზე. აღნიშნული პოზიცია მომდინარეობს, როგორც ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობიდან.

„ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული ჩარჩო კონვენციის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2006 წლიდან) მე-10 მუხლის, თანახმად, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით, სახელმწიფო ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა მაქსიმალურად უზრუნველყონ უმცირესობის ენის გამოყენება ადმინისტრაციულ ორგანოსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პირს შორის ურთიერთობისას, აღნიშნული რეგულაცია ემსახურება ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გაძლიერებას საზოგადოების სოციალურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და კულტურულ ცხოვრებაში და იმავდროულად აღნიშნული სივრცეებიდან არ რიყავს მათ და სოციალური, სამოქალაქო, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებით თანასწორი სარგებლობის საშუალებას აძლევს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ წევრი სახელმწიფოებისთვის ევროპული ჩარჩო კონვენციით განსაზღვრული ხსენებული ვალდებულება, არც ერთ შემთხვევაში არ ზღუდავს მათი სახელმწიფო ენის სტატუსს, არამედ ემსახურება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო იცავს და განამტკიცებს ქვეყანაში ენათა და კულტურათა თანაარსებობისა და ჰარმონიული განვითარების საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას. მას დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვა. ამავე კანონის მე-9 და მე-11 მუხლების შესაბამისად კი, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი. ამასთან, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას.

ამდენად, სახელმწიფო ენაზე საქმისწარმოების დადგენილი წესი არ ანიჭებს სახელმწიფო ორგანოებს შესაძლებლობას უპირობოდ უარყონ ეთნიკური უმცირესობების ლინგვისტური საჭიროებები. მმართველობითი საქმიანობის პროცესში მიღწეული უნდა იყოს ბალანსი, რომელიც უმცირესობების წარმომადგენელთა სამართლიან მოპყრობას უზრუნველყოფს და თავიდან აიცილებს დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებას. ნებისმიერ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირს, მით უფრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლს, რომელიც ყოველდღიურად მოქალაქისთვის არსებითად მნიშვნელოვან სერვისებს ახორციელებს, ეკისრება მომეტებული პასუხისმგებლობა ამ საქმიანობის პროცესში არ შექმნას უთანასწორო და დისკრიმინაციული პრეცედენტები.

ქართული ენის არმცოდნე/არასათანადოდ მცოდნე პირისთვის თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის უფლება მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებაა, რომელიც დიდწილად განაპირობებს სხვა საპროცესო თუ მატერიალური უფლებების სათანადო რეალიზებას, ადმინისტრაციულ წარმოების ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ თარჯიმნით სარგებლობის უფლება მოიცავს როგორც ზეპირი კომუნიკაციის დროს თარჯიმნის დახმარებით სარგებლობას, ასევე, დოკუმენტაციის მომზადებას და ამავე მომსახურების შეთავაზებას.

სააგენტოს მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ენობრივი ბარიერის გამო სახელმწიფო ენაზე მითითებით უარს ეუბნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობაზე, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სამართლებრივი, დემოკრატიული და პლურალისტური სახელმწიფოს პრინციპებს. ამასთან, აზიანებს სერვისის მიღების მსურველი პირების ინდივიდუალურ და კანონიერ ინტერესებს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ ეთიკურად ქართველ მოსახლეობასთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ, აღრმავებს თემის იზოლაციასა და გარიყულობას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს, ცენტრალური ხელისუფლების სხვა რეგიონულ სამსახურებს და მუნიციპალურ ორგანოებს მოუწოდებს შექმნას თარგმნის რესურსები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის, რათა მათთვის სერვისების მიწოდების პროცესში, არ მოხდეს მათი სპეციალური საჭიროებების და კონტექსტის უგულებელყოფა და არ დაუშვან ამ ადამიანების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება და მათი უფლებების დარღვევა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მალიქ აღაევის კანონიერ ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაიცავს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“