[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / განცხადება

კამპანიამ "ეს შენ გეხება" საზოგადოებას წარუდგინა საქმიანობების შედეგები

ეს შენ გეხება

კამპანიამ "ეს შენ გეხება" საზოგადოებას წარუდგინა საქმიანობის შედეგები და ასევე გააჟღერა კამპანიის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში ინიცირების ფორმები.ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კამპანია აქტიურად მუშაობდა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე, რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის ე.წ გასაღების სააგენტოს შექმნის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და სუსის რეფორმირების საკითხებზე.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მოსმენების არსებული მოდელი და კონკრეტული ვადა მისცა საქართველოს პარლამენტს შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად. კამპანიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი სრულად ეხმიანება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და წარმოადგენს მოქმედი არაკონსტიტუციური მოდელის ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის მიზნით კამპანიამ შეხვედრები გამართა, როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან. შეხვედრების ფარგლებში ასევე განიხილებოდა კანონპროექტების ინიცირების შესაძლებლობები.

კამპანიისთვის მნიშვნელოვანია დროულად აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ასევე კამპანიისთვის მნიშვნელოვანია, ეს საკითხი არ იქცეს პოლიტიკური დაპირისპირებების ან ვაჭრობის საგნად, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში. სწორედ ამიტომ, კამპანიის სურვილი იყო, კანონპროექტები ასოცირებული არ ყოფილიყო ერთ კონრეტულ პარტიასთან, ამიტომ კამპანიას სურდა, კანონპროექტების ინიცირება ყველა ფრაქციიდან თითო წევრს მოეხდინა. ვინაიდან პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა, კამპანიის მიერ მომზადებული ცვლილებების ყველა ფრაქციის მიერ ერთობლივად ინიცირება, კამპანიამ გადაწყვიტა საკითხის ინიცირება პარლამენტში მოახდინონ ინდივიდუალურმა დეპუტატებმა ვახტანგ ხმალაძემ და შალვა შავგულიძემ, რომლებიც ამავე საკითხზე კანონპროექტების ინიციატორები და ავტორები იყვნენ.

აღნიშნულ დეპუტატებთან კონსულტაციების შედეგად მიღებულია თანხმობა რომ, ამ ეტაპზე პარლამენტში მოხდება შემდეგი ორი კანონპროექტის ინიცირება.

1.მოსმენების დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა

2. სუსის საზედამხედველო საპარლამენტო საბჭოს შექმნა

რაც შეეხება კამპანიის მიერ მომზადებულ სხვა ინიციატივებს მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას კამპანია ამ საკითხებზე კონსულტაციებს გააგრძელებს პოლიტიკურ ჯგუფებთან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“