[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ვიდეო / დოკუმენტური ფილმი

ისლამი და მედიახატები

უკანასკნელი 2 წლის მანძილზე არაერთხელ გამოვლინდა მუსლიმი თემისადმი რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის შემთხვევა.ბოლოს, ასეთი ფაქტი რამდენიმე თვის წინ, ადიგენის რაიონის, სოფელ მოხეში მოხდა. ადგილობრივი მუსლიმები ძველი მეჩეთის შენობის გადაცემას ან მისი განადგურების თავიდან აცილების მიზნით, მის კონსერვაციას მოითხოვენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი სადავო შენობაში კულტურის ცენტრის გახსნა გადაწყვიტა, რასაც პოლიციასა და მოხელ მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა სოფელ ჭელასა და მოხეში დაგეგმილი ოპერაციის დროს დააკავეს რამდენიმე მუსლიმი და აშკარად არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

ხელისუფლება კი აღნიშნული საკითხების მიმართ გულგრილია და ხშირად დომინანტი რელიგიური ჯგუფის, მართლმადიდებლების დამცველად გვევლინება

ეს ყოველივე კი, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ქართულ საზოგადოებაში ისლამოფობიური განწყობებისათვის, რაც ქართველი მუსლიმების მიმართ სტერეოტიპული ხედვების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ვიდეო მომზადებულია პროექტ „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“