საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2015 წლის 27 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა, რომელიც პერიოდულად იკრიბება და სწავლობს განაცხადებს.
პროცედურის თანახმად, დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კომისია იღებს დადებით რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს ენიჭება უსახლკარო პირის სტატუსი. სტატუსის მინიჭების შემდეგ,კომისია კვლავ მსჯელობს უსახლკაროდ რეგისტირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხზე და შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მთავრობა ღებულობს გადაწყვეტილებას უსახლკაროდ რეგისტირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე.
კომისიის მუშაობის შესახებ მოყვანილი სტატისტიკა ცხადად აჩვენებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასაკმარის და არაეფექტიან პოლიტიკას უსახლკარო ჯგუფებთან მიმართებით. ხოლო მერიისათვის მოქალაქეთა მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი და ის ფაქტი, რომ განხილული განაცხადებების თითქმის ნახევარი უსახლკარო პირის სტატუსისათვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, უსახლკარობის პრობლემის სისტემურობას უსვამს ხაზს. .
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ კომისია ვერ ახერხებს განცხადებების დროულად შესწავლას და ადეკვატურად რეაგირებას. ამასთან, მუნიციპალიტეტში არსებული საცხოვრისის სერვისები სრულიად არასაკმარისია დააკმაყოფილოს იმ ადამიანთა საჭიროებები, რომლებიც თავად მუნიციპალიტეტმა უსახლკარო პირებად აღიარა.
ინსტრუქცია