საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გაეცანით თამარ ქებურიას ბლოგს "გზა ეროვნულიდან სოციალისტურამდე: საბჭოთა ნაციონალური და უმცირესობათა პოლიტიკა კავკასიაში" (კრისტა გოფის წიგნის „ჩაბუდებული ნაციონალიზმი: ეროვნებების წარმოება და წაშლა საბჭოთა კავკასიაში“ რეცენზია).
წყარო: კრიტიკული პოლიტიკის პლატფორა
კრისტა გოფის წიგნი „ჩაბუდებული ნაციონალიზმი: ეროვნებების წარმოება და წაშლა საბჭოთა კავკასიაში“ სხვადასხვა ნაციონალობის წმენდის, ასიმილაციის თუ ფორსირებული კონსოლიდაციის საბჭოთა ისტორიაზე ჰყვება, რომელსაც ავტორი საარქივო მასალების, ზეპირი ისტორიებისა და ისტორიოგრაფიული ნაშრომების ანალიზზე დაყრდნობით აღადგენს. თუ აქამდე აკადემიური ნაშრომები ინგილო ქართველებზე, ლეკებზე, თალიშებზე, აზერბაიჯანში მცხოვრებ ქურთებსა და თათრებზე გაბნეული და ფრაგმენტიზებული იყო სხვადასხვა წყაროში, კრისტა გოფის წიგნი ამ ყველაფერს თავს უყრის და მის სისტემატიზებულ წაკითხვას გვთავაზობს. წიგნი გეოპოლიტიკური მოვლენების შუქ-ჩრდილზე ქრონოლოგიურად აღადგენს საბჭოთა ტიტულარულ ნაციონალობათა და არატიტულარულ უმცირესობათა იმ ისტორიულ ტრაექტორიებს, რომელიც ხშირად მიჩქმალული ან დავიწყებულია. გოფის მიერ მოხმობილი ისტორიები არა მხოლოდ წარსულზე გვიამბობს, არამედ დღევანდელობის უკეთ გაგებაშიც გვეხმარება.
ინსტრუქცია